მესამე დრაკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მესამე დრაკონი“
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
რეჟისორი პეტერ ჰლედიკი
როლებში პატრიკ შიმა
იან კრიჟიკი
ბორის ტრსტიანი
რადოვან ლუკავსკი
მარიან სლოვაკი
ფრანტიშეკ გუსაკი
იარომირ კუჩერა
მარიან სოტნიკი
მუსიკა პეტრ ჰაპკა
ოპერატორი ვინსენტ როსინეჩი
მონტაჟი ედუარდ კლენოვსკი
გამოსვლის თარიღი 11 ოქტომბერი, 1985
ხანგრძლივობა 72 წთ.
ქვეყანა ჩეხოსლოვაკია
ენა ჩეხური

მესამე დრაკონი“ (ჩეხ. Tretí šarkan) — რეჟისორ პეტერ ჰლედიკის 1985 წლის ჩეხოსლოვაკური ფილმი.

სახელწოდება „მესამე დრაკონი“ აღნიშნავს დედამიწაზე მომაკვდავ პლანეტა ლურიდადან გაგზავნილ მესამე კოსმოსურ ხომალდს. ლურიდა კვდება იმის გამო, რომ მასზე ხდება ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურება. დედამიწაზე, დრაკონის მთაში დამალულ კოსმოსურ ხომალდს პოულობს სამი ბიჭუნა. ხომალდი შუა საუკუნეებში გამოგზავნეს იმ მიზნით, რათა დაადგინოს, თუ როგორ ხდება დედამიწაზე ეკოლოგიური გარემოს დაცვა. ბიჭუნება იძინებენ ხომალდში, რომელიც მათ ლურიდაზე გადაიყვანს. იქ ისინი თავად იხილავენ ბუნებისადმი ადგილობრივი მოსახლეობის მოპყრობას. მას შემდეგ, რაც პლანეტას გადაარჩენენ, ისინი ბრუნდებიან შინ, რათა სხვებსაც უამბონ ბუნების დაცვის აუცილებლობის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]