მენქალისის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მენქალისის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მენქალისში, თეთრიწყარო-წალკის გზის ჩრდილოეთით, სოფლის განაპირას, ფერდობზე. თარიღდება X-XV საუკუნეებით.

ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობა უნდა ყოფილიყო (5,2X4 მ), რომელიც ნაგები იყო ბაზალტის სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთის და დასავლეთის კედლები. ნანგრევზე ნაეკლესიარის ქვებით სამლოცველო ნიშია მშრალად ნაგები. ნაეკლესიარის სამხრეთით შემორჩენილია საფლავის სანიშნი ვერტიკალურად ჩასმული ქვები. ეკლესიას უნდა ქონოდა თავისი გალავანი ბაზალტის მოზრდილი ქვის მშრალი წყობით ნაგები, რომლის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39315