მენიჩბე ბაღლინჯოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენიჩბე ბაღლინჯოები

Hesperocorixa castanea
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Corixidae (Leach, 1815)

მენიჩბე ბაღლინჯოები, მენიჩბეები (ლათ. Corixidae) — მწერების ოჯახი ნახევრადხეშეშფრთიანთა რიგისა. აქვთ წაგრძელებული სხეული, სიგრძით 1,5–16 (ჩვეულებრივ 5–6) მმ.[1] წინა ფეხების წვივები დამოკლებულია, თათები კოვზისებური.[2] უკანა ფეხები საცურაოა. ცნობილია 600-მდე სახეობა. გვხვდებიან პრაქტიკულად ყველა მდგარ ან სუსტად გამდინარე მტკნარ, იშვიათად — მარილიან წყალსატევებში. კარგად ცურავენ და ფრენენ. იკვებებიან წყლის მცენარეულობითა და წვრილი უხერხემლოებით;[1] ფხეკენ მცენარის ზედა ქსოვილებს და მთლიანად წუწნიან წყალმცენარის ძაფებს, დეტრიტის ნაწილაკებს ან შლამს. მამლებს ზედა ტუჩის ნაჭდევზე თათის გადასმით ჭრიჭინი შეუძლიათ.[2] ხშირად აღწევენ მაღალ რიცხოვნობას;[1] ამ დროს წყლიდან მათი ხმის გაგება შესაძლებელია.[2] ყველაზე ჩვეული გვარებია Sigara და Corixa.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Тишечкин Д. Ю. ГРЕБЛЯКИ // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 655.
  2. 2.0 2.1 2.2 Гребляки // Большая советская энциклопедия, т. 7 — М. : Советская энциклопедия, 1972.