მემარცხენეობა (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია პერიოდულ გამოცემას ეხება. პოლიტიკური სპექტრის შესახებ იხილეთ მემარცხენეობა.

„მემარცხენეობა“ — ქართული ლიტერატურული ჟურნალი, „ფუტურისტ-ლეფელების“ ორგანო. გამოვიდა თბილისში 1927 № 1, 1928 № 2. ჟურნალში დაბეჭდილია ბ. ჟღენტის, ბ. აბულაძის, დ. გაჩეჩილაძის, შ. ალხაზიშვილის, დ. კაკაბაძის, ვ. ჟურულის, ა. ბელიაშვილის, ლ. ასათიანის, ა. გაწერელიას, მ. კალატოზიშვილის, დ. შენგელაიას, ს. კასრაძის, ს. ჩიქოვანის, ლ. ესაკიას, ს. დოლიძის და სხვათა ნაწარმოებები. გამოსცედმა სარედაქციო კოლეგია (ბ. ჟრენტი, დ. შენგელაია, ნ. ჩაჩავა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]