მეკენჭია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეკენჭია
Arenaria interpres (habitus).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Arenaria

მეკენჭია (Arenaria), ფრინველების გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 25 სმ აღწევს. ოჯახში 2 სახეობაა ჩვეულებრივი მეკენჭია (Arenaria interpres) და შავი მეკენჭია (Arenaria melanocephala). გავრცელებულია ყველგან სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილის გარდა. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას გვხვდება. ბინადრობს ველებზე, ტუნდრაში, ჭაობიან ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, დებს 3-4 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 3 კვირამდე. კრუხობს დედალ-მამალი. იკვებებიან პატარა უხერხემლოებით, რომელთა მოსაპოვებლად აბრუნებენ კენჭებსა და ქვებს (აქედან სახელწოდება) და გამორიყულ ზღვის წყალმცენარეებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 552-553, თბ., 1983