მეგარის სკოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეგარის სკოლა (ბერძნ. οἱ Μεγαρικοί) — ევკლიდე მეგარელის მიერ დაარსებული ძველბერძნული ფილოსოფიის ერთ-ერთი სოკრატული სკოლა. არსებობდა ძვ. წ. IV საუკუნემდე. აერთიანებდა სოკრატეს, ელეატებისა და სოფისტების იდეებს. მეგარიკების მთავარ ინტერესს ლოგიკის, ხელოვნების, სიტყვიერი კამათისა და ევრისტიკის მიმართულებები წარმოადგენდა. სკოლის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ: ევბულიდ მილეთელი, დიოდორ კრონი, სტილპონ მეგარელი, კლიმონახი, ფილონ მეგარელი და სხვა.

მოწინააღმდეგეები მეგარის სკოლას ერისტიკულს, ხოლო მის წარმომადგენლებს ერისტიკელებს (მოკამათეებს) უწოდებდნენ. პარმენიდეს სწავლებისა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ერთი ყოფა არსებობს, და სოკრატეს სწავლებისგან, კეთილდღეობის შესახებ, განსხვავებით, ევლკლიდე ამტკიცებდა რომ არსებობს ერთადერთი კეთილდღეობა, რომელიც სხვადასხვა სახელით მოიხსენიება: ზოგჯერ შეგნების, ზოგჯერ ღმერთის, ზოგჯერ კი გონებისა და სხვა დასახელებებით. ევკლიდემ უარყო ანალოგიის მიხედვით დასკვნის დაშვება, რომელსაც სისტემატიურად მიმართავდნენ სოკრატე და პლატონი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Античная философия: Энциклопедический словарь. — М.: Прогресс-Традиция, 2008. — 896 с. — С. 482—483. — ISBN 8-89826-309-0
  • Döring, Klaus: Die Megariker. Kommentierte Sammlung der Testimonien. Grüner Amsterdam 1971 (Studien zur antiken Philosophie 2), ISBN 90-6032-003-4
  • Makin S. (1996), Megarian Possibilities, Philosophical Studies, vol. 83, pp. 253-76.
  • Weidemann H. (2008), Aristotle, the Megarics, and Diodorus Cronus on the notion of possibilty, American Philosophical Quarterly, vol. 45, pp. 131—148.