მბურღავი ცხოველები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მბურღავი ცხოველები — ზღვის უხერხემლოები, რომლებიც სავალებს ან ღრმულებს აკეთებენ მერქანში, კლდეში, მარჯნის რიფებში და რკინის ხიმინჯებში. მბურღავი ცხოველებს განეკუთვნებიან ორსაგდულიანები (გემის ჭია, ლითოფაგა და სხვა), კიბოსნაირნი (ლიმნორია, სფერომა და სხვა), ღრუბლები (კლიონა), ზოგიერთი მრავალჯაგრიანი ჭია და ზღვის ზღარბი. მრავალი მბურღავი ცხოველები დიდ ზიანს აყენებს ხის გემებს, ხიმინჯებს და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]