მაჯაპაჰიტის ტერაკოტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჯაპაჰიტის ღორის ყულაბა

მაჯაპაჰიტის ტერაკოტატერაკოტული მაჯაპაჰიტის ეპოქის ხელოვნება დაახლოებით მე-13 მე-15 საუკუნეებში. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი თიხის ნივთები აღმოჩენილი იქნა ტროვულანში, აღმოსავლეთ იავა. წლების განმავლობაში, უამრავი ქანდაკებები და ნივთები იქნა აღმოჩენილი სამეურნეო საქმიანობის, გზების მშენებლობის პროცესში და ა.შ. ზოგი მათგანი გადატანილ იქნა ტროვულანის მუზეუმში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, თუმცა შემდგომ წლებში, ძალიან ბევრი ამ კოლექციიდან დაიკარგა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ბევრი მათგანი კვალავ იქნა აღმოჩენილი ოქროს ძიებისას გათხრების შედეგად. მოსავლის აღების შემდეგ, ფერმერებმა თავიანთი მიწა იჯარით გადასცეს იმ მიწის მთხრელებს, რომლებსაც ამოჰყავდათ ორმოები და შემდგომ ამ ალუვიური მიწისაგან გამოჰქონდათ ოქროს ნაწილები. ტერაკოტები წარმოადგენს შემთხვევით ნაპოვნ ნივთებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ატყვიათ გათხრის ნიშნები. [1] დღეს, ტროვულანის მუზეუმი და ინდონეზიის ეროვნული მუზეუმი მასპინძლობენ მაჯაპაჰიტის ტერაკოტას ხელოვნების ძალიან დიდ კოლექციას.

მეთოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა ტერაკოტა წარმოშობლია ლათინურიდან და ნიშნავს „გამომწვარ თიხას“. ამჟამად სიტყვა მიუთითებს ყველა არამინული სახის, წითელი ფერის თიხის ნივთებს. ამ ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევების დიდ ნაწილში ყურადღება ეთმობა ნანგრევების რეკონსტრუქციას.[2] დღემდე, აღმოსავლეთ იავაში არავითარი აგურის გამოსაწვავი ღუმელი არ არის ნანახი და ნივთების უმეტესი ნაწილი წარმოადგენს შედარებით მსუბუქად გამომწვარ თიხას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ხელოსნები მუშაობდნენ უმეტესად თიხის დამუშავების სხვა მეთოდებით. სავარაუდოდ, ისინი თიხას ამუშავებდნენ იმ მეთოდებით, რითაც დღესაც ხელმძღვანელობენ კასონგანში, იოგიოკარტას მახლობლად და ბალიში, სადაც ფიგურებს მზისგან აშრობენ. შემდეგ ბრინჯის ჩენჩოებს და ჩალას დააყრიან ზედ გროვებად და წაუკიდებენ ცეცხლს, რის შემდეგაც უფრო მეტი სიმკვრივისთვის ამ პროცესს რამდენიმეჯერ იმეორებენ.

არტეფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭურჭლეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა ზომის და ფორმის დიდი რაოდენობით ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი ტროვულანში. ჭურჭელს სავარაუდოდ სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ, როგორც წყლისთვის ასევე მარცვლეულის შესანახად.

თავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი პატარა თავია ნაპოვნი, რომელთა ზომები 3 სმ-დან 10 სმ-მდე აღწევს. ბევრი ამ თავთაგან იავური ხასიათისაა როგორც თმის სტილით, ასევე მორთულობითაც. უმეტეს ნაწილში ეს თავები საკმაოდ მყარია, თუმცა ადგილ-ადგილ თხელი კედლებიც შეინიშნება. მიაჩნიათ, რომ უფრო მჭიდროდ მორთული სახეები მიეკუთვნება მაღალი კლასის ქალბატონებს. [3]

ფიგურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივ, ფიგურები წარმოადგენს პატარა ზომის, სამკაულებით გაფორმებულ სკულპტურას.[4] სხვა სკულპტურები წარმოადგენს ყალიბში ჩამოსხმულ ფიგურებს. მათი გამომხატველობითი სხვადასხვაობა უსასრულოა, თავიანთი ბუნებრივი პოზებითა და შესახედაობით.

ცხოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ცნობილი მაჯაპაჰიტის ტერაკოტა არის ღორის ყულაბა, რომელიც აღმოაჩინეს ტროვულანში. სხვა ცხოველების ფიგურები რომლებიც აღმოაჩინეს, არის ნანდი ხარი და სპილო.

ჩამოსხმის მეთოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნაკვეთი აგურები. მათზე გამოსახულია სცენები ყოველდრიური ცხოვრებიდან და ასახავს რელიგიურ თუ ლიტერატურულ ისტორიებს. მათი კონსტრუქციის ტექნიკა მსგავსია იმ ნაკვეთი ფიგურებისა, რომლებიც ნაპოვნი იქნა ცენტრალური იავის ტაძრეფში, როგორიცაა ბორობუდური.[5]

სხვა მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაჯაპაჰიტის ხალხი ტერაკოტას დამზადების მეთოდებს იყენებს სხვადასხვა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად, რომელთა უმრავლესობაც წარმოადგენს კაფელები და ტერაკოტას წყლის მილები. ასევე აღმოჩენილია რამდენიმე ტერაკოტას არქიტექტურული მინიატურული მოდელები და არქიტექტურული ორნამენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • H. R. A. Muller, Javanese Terracottas, Terra Incognito. 1978 Uitgeversmaatschappij De Tijdstroom B.V., Lochem. ISBN 90-6087-593-1
  • Pigeaud. Th.G. Java in the 14th Century. Martinus Nijhoff. The Hague 1960
  • Pigeaud. Th.G. Literature of Java. Martinus Nijhoff. The Hague. 1970
  • Hilda Soemantri, Majapahit Terracotta Art, 1997 Ceramic Society of Indonesia. ISBN 979-95060-1-8

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. H. R. A. Muller, Javanese Terracottas, Terra Incognito. 1978 Uitgeversmaatschappij De Tijdstroom B.V., Lochem. ISBN 90-6087-593-1 p.7
  2. Hilda Soemantri, Majapahit Terracotta Art, 1997 Ceramic Society of Indonesia. ISBN 979-95060-1-8 p 17
  3. H. R. A. Muller, Javanese Terracottas, Terra Incognito. 1978 Uitgeversmaatschappij De Tijdstroom B.V., Lochem. ISBN 90-6087-593-1p 33
  4. Hilda Soemantri, Majapahit Terracotta Art, 1997 Ceramic Society of Indonesia, p.34
  5. Hilda Soemantri, Majapahit Terracotta Art, 1997 Ceramic Society of Indonesia, p. 60