მაწანწალა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარლი ჩაპლინი მაწანწალის როლში

მაწანწალა (ინგლ. The Tramp) — ჩარლი ჩაპლინის ყველაზე წარმატებული და სამახსოვრო საეკრანო პერსონაჟი.

პერსონაჟის დებიუტი შედგა Keystone-ის კომედიურ ფილმში საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში, 1914 წლის 17 თებერვალს. ჩაპლინი, თავისი ახალი პერსონაჟით, მალევე გახდა Keystone-ის რეჟისორის, მაკ სენეტის დასის საუკეთესო მსახიობი. ამის შემდეგ, ჩაპლინმა გააგრძელა მაწანწალის როლის შესრულება ათობით მოკლემეტრაჟიან და რამდენიმე სრულმეტრიჟიან ფილმებში.

მაწანწალა ძალიან იყო მიახლოებული მუნჯი ფილმების ერას და ითვლებოდა საერთაშორისო პერსონაჟად; 1920-იანი წლების ბოლოს, როდესაც ხმოვანი ერა დაიწყო ფილმებში, ჩაპლინმა უარჰყო, რომ მისი პერსონაჟი დაიწყებდა საუბარს. 1931 წლის ფილმ დიდი ქალაქის ჩირაღდნებში არ გვხვდება დიალოგი. ჩაპლინის პერსონაჟი ინარჩუნებდა მუნჯობას ახალი დროების თითქმის ბოლომდე, იქამდე, სანამ პირველად მისი ხმა გაისმა.

ახალი დროების შემდეგ ფილმ დიდ დიქტატორში, ჩაპლინი თამაშობს როგორც დიქტატორის, ასევე ებრაელი პარიკმახერის როლს. მიუხედავად იმისა, რომ ჩაპლინმა კატეგორიულად განაცხადა, რომ პარიკმახერი არის იყო პერსონაჟი მაწანწალა, იგი მაინც ატარებდა მაწანწალის ულვაშსა და ქუდს. გარდა რამდენიმე მუნჯი სცენისა, დალაქი ლაპარაკობს მთელი ფილმის განმავლობაში (ჩაპლინი იყენებს საკუთარ ბრიტანულ აქცენტს).