მაცივარ აგენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაცივარ აგენტი (რეფრაგენტი) — სამაცივრო მანქანების მუშა ნივთიერება, რომელიც დუღილისას და იზოთერმული გაფართოებისას ართმევს სითბოს გასაცივებელ ობიექტს და შემდეგ შეკუმშვისას გადასცემს მას გასაცივებელ გარემოს კონდენსაციის ხარჯზე (წყალს, ჰაერს და ა. შ.).

მაცივარ აგენტი წარმოადგენს თბომატარებლის კერძო შემთხვევას. მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის რომ თბომატარებელს გამოიყენებენ ერთი და იგივე აგრეგატულ მდგომარეობაში, ხოლო მაცივარ აგენტის გამოიყენებენ - ფაზურ გადასვლებს (დუღილი და კონდენსაცია).

ძირითად მაცივარ აგენტებს წარმოადგენენ ამიაკი, ფრეონი, გოგირდის ჰექსაფთორიდი და ზოგი ნახშირწყალბადები. განარჩევენ მაცივარ აგენტებს და კრიოაგენტებს. კრიოაგენტებს აქვთ დაბალი დუღილის ტემპერატურა. ეს არ ეხება ბოლო დროს გამოჩენილ კომპრესიულ კრიოსტატებს, რომლებსაც შეუძლიათ გაცივება −120 °C უფრო დაბლა, თხევადი აზოტის გამოყენების გარეშე, როგორც ეს იყო მიღებული ბოლო 100 წლის განმავლობაში. ოქსილიკვიტის შექმნისას მაცივარ აგენტად გამოიყენება ჟანგბადი. სადაც დამჟანგავადაც მოქმედებს.

პრინციპულ სხვაობას ისეთი მაცივარ აგენტების გამოყენებისას როგორიცაა აზოტი, ჰელიუმი და ა.შ. წარმოადგენს ის რომ, სითხე იხარჯება და ორთქლდება (როგორც წესი, ატმოსფეროში). სამაცივრო მანქანებში ფრეონი ან ანალოგიური აირი მოძრაობს წრეზე, კომპრესორის დახმარებით, სითხედ კონდენსატორში, ორთქლი კი ამმორთქლებელში.

აღნიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაცივარ აგენტების აღნიშვნები R-# ფორმით შემოთავაზებული იქნა ფირმა DuPont მიერ. რიცხვები და ასოები, რომლებიც დგანან საიდენტიფიკაციო ნომერის ადგილას, აღნიშნავენ მაცივარ აგენტის მოლეკულურ სტრუქტურას.

ზღვრული ნახშირწყალბადები და მათი ჰალოგენური წარმოებულები აღინიშნებიან ასო R-ით და სამი ციფრით მის შემდეგ, ანუ შემდეგი სახით Rxyz, სადაც:

  • x (ასეულები) ტოლია ნახშირბადის ატომების რაოდენობას გამოკლებული ერთი;
  • y (ათეულები) ტოლია წყალბადის ატომების რაოდენობას, მიმატებული ერთი;
  • z (ერთეულები) ტოლია ფთორის ატომების რაოდენობისა.

მაგალითად:

  • მაცივარ აგენტს R-134a გააჩნია ნახშირბადის 2 ატომი, წყალბადის 2 ატომი, ფტორის 4 ატომი, ხოლო სუფიქსი «a» აჩვენებს,რომ იზომერია — ტეტრაფტორეთანი.
  • სერია R-400, R-500 აღნიშნავს მაცივარ აგენტების ნარევებს.
  • იზობუტანი აღინიშნება - მაცივარ აგენტი R-600a და გააჩნია ფტორის 0 ატომი, წყალბადის 10 ატომი, ნახშირბადის 4 ატომს, ხოლო სუფიქსი «a» აჩვენებს, რომ ეს იზომერია.

სხვადასხვაგვარ არაორგანულ ნაერთებს მიენიჭათ სერია 700, ხოლო მაცივარ აგენტების საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მიეკუთვნება ამ სერიას, განისაზღვრება როგორც რიცხვების 700 და მაცივარ აგენტის მოლეკულური მასის ჯამი.

მაგალითად, ამიაკისათვის, რომლის ქიმიური ფორმულაა NH3, არის 1x14+3x1+700=717. ასე რომ მას აღნიშნავენ — R717.