მატვეევის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატვეევის ხიდი
Матвеев мост
კოორდინატები 59°55′40″N 30°17′38″E / 59.927697° ჩ. გ. 30.293753° ა. გ. / 59.927697; 30.293753
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
მასალა რკინა
სიგრძე 24,7 მ
სიგანე 9,78 მ
გახსნის თარიღი 1787
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801870000

მატვეევის ხიდი (რუს. Матвеев мост) — საავტომობილო და საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. კრიუკოვის არხზე. აკავშირებს კოლომენსკისა და ყაზანის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 24,7 მეტრი, სიგანე - 9,78 მ. ხიდი არის ისტორიისა და კულტურის ძეგლი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი მდებარეობს მდინარე მოიკის სამხრეთ სანაპიროზე № 100 და 102-ე სახლებს შორის, იქ სადაც კრიუკოის არხი ერთვის მდინარე მოიკას. ქმნის ანსამბლს ახლოს მდებარე კრასნოფლოტის ხიდთან, რომელიც გავებულია მდინარე მოიკაზე.

დინების ზემოთში მდებარეობს დეკაბრისტების ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურებია „სადოვაია“, „სენის მეოდანი“ და „სპასკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1798 წლიდან ხიდს ეწოდება თავლის ქუჩა, რადგან მოიკის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდა თავლის ქუჩა. 1812 წლიდან ეწოდება კანავსკის ქუჩა, შემდეგ არხის ხიდი (1820-1875 წწ.) ან კანავნის (1836-1844 წწ.), რადგან XVIII-XIX საუკუნეებში პეტერბურგის არხებს ზოგჯერ უწოდებდნენ კანავებს. 1868 წელს ხიდმა მიიღო სახელი - ციხის ხიდი, ახლოს მდებარე ციხის (ლიტვის ციხესიმაგრე) არსებობის გამო, რომელიც დაიწვა 1917 წელს თებერვლის რევოლუციის დროს მიმდინარე მოვლენების პერიოდში. ზოგჯერ ხიდს უწოდებდნენ ლიტვის ხიდსაც. 1919 წლის მარტში ხიდს უწოდეს მატვეევის ხიდი, კომუნისტის, სამოქალაქო ომის მონაწილის სერგი მატვეევის პატივისცემის ნიშნად, რომელიც დაიღუპა 1918 წელს და დაკრძალულია კომუნარების (ამჟამად ნიკოლსკის) მოედანზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავაჭრო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობა 1783-1785 წლებში კრიუკვის არხზე მდებარე ხიდების ტიპური პროექტის მიხედვით. იგი იყო ხის და სამმალიანი, ცენტრალური მალა კი იხსნებოდა. პროექტის ავტორი უცნობია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]