ლუბრიკანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუბრიკანტები აფთიაქში

ლუბრიკანტი, იგივე საცხი (ლათ. lubrico — გლუვად, სრიალად გახდომა) — მასალა, რომელიც აიოლებს ხახუნს, მასალის მნიშვნელობით იგივეა, რაც საპოხი.

მრავალმნიშვნელოვანი ტერმინ საპოხისგან განსხვავებით, ტერმინ ლუბრიკანტს ტექნიკური მახასიათებელი აქვს. ძალიან ხშირად მისით აღინიშნებიან ინტიმური გელ-საპოხები. ჩვეულებრივ ლუბრიკანტები — ორგანული წარმოშობის ნივთიერებებია, ძირითადად სხვადასხვა ნატურალური და სინთეთიკური ცვილები[1]. ლუბრიკანტები ასევე ლორწოვან გარსსაც იცავენ მიკრობზარებისა და გაღიზიანებისგან, რომელთა მეშვეობითაც ინფექციები იჭრება. ლუბრიკანტები ხსნიან ტკივილის შეგრძნებებს და ზრდიან კომფორტულობას. ლუბრიკანტებს გამოყენებისას უკუჩვენება არ გააჩნიათ. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ალერგიული რეაქცია, პროდუქტის რომელიმე შემადგენელ ელემენტზე. ალერგიის აცილება კი მარტივადაა შესაძლებელი ორასზე მეტი დასახელების ლუბრიკანტიდან შესაფერისის არჩევით.

ინტიმური ლუბრიკანტის ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტიმური ლუბრიკანტები სამ კატეგორიად იყოფა:

  • წყლის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკანტიწყლის ლუბრიკანტი უსაფრთხოა სექს-სათამაშოებთან და პრეზერვატივთან ერთად გამოსაყენებლად, მარტივი მოსაწმენდია და არაა კანისთვის საზიანო, თუმცა შეიძლება იმდენად დიდხანს არ შენარჩუნდეს, რამდენადაც სხვა ტიპის ლუბრიკანტები.
  • სილიკონის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკანტისილიკონის ლუბრიკანტი უსაფრთხოა პრეზერვატივთან ერთად გამოსაყენებლად, თუმცა არ არის უსაფრთხო სილიკონის სექს-სათამაშოებსა და კონტრაცეფციულ დიაფრაგმებთან ერთად გამოყენებისას. სილიკონის ლუბრიკანტი ნაკლებად წებოვანია, თუმცა წყლის ლუბრიკანტზე უფრო დიდხანს ნარჩუნდება.
  • ზეთის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკანტიზეთის ლუბრიკანტი არ არის უსაფრთხო ლატექსის პრეზერვატივებთან ან სექს-სათამაშოებთან ერთად გამოსაყენებლად, რადგან ზეთმა შეიძლება დაშალოს ლატექსი და ხელი შეუშალოს პრეზერვატივების ეფექტურობას. ზეთის ლუბრიკანტი, მაგალითად, ქოქოსის ზეთი ან ვაზელინი, შეგიძლიათ ისეთი სექსის დროს გამოიყენოთ, სადაც უშუალოდ ხდება კანით კანზე შეხება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „The Latex Condom: Recent Advances, Future Directions“ (Chapter 3: User Behaviors and Characteristics Related to Condom Failure ed.). Family Health International. 2010. ციტირების თარიღი: 2010-06-29. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: