მარჯ სიმპსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერსონაჟი სიმპსონებიდან
Marge Simpson.png
მარჯ სიმპსონი
სქესი მდედრობითი
საქმიანობა დიასახლისი
ნათესავები მეუღლე: ჰომერ სიმპსონი
შვილები: ბარტ სიმპსონი, ლიზა სიმპსონი, და მეგი სიმპსონი
მშობლები: კლენსი ბუვიე და ჟაკლინ ბუვიე
დები: პეტი და სელმა ბუვიე
ახმოვანებს ჯულია კავნერი
ულმანის მოკლემეტრაჟიანი ფილმები Good Night (1987)
სიმპსონები Simpsons Roasting on an Open Fire (1989)

მერჯერი „მარჯ“ სიმპსონი (ინგლ. Marjorie „Marge“ Simpson) — ანიმაციური სერიალ „სიმპსონების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ჰომერ სიმპსონის მეუღლე.

როგორც წესი, მარჯი ატარებს ღია სალათისფერ კაბას, წითელ ფეხსაცმელს, კისერზე - ხელოვნური მარგალიტების ყელსაკიდს (ფერები განსხვავდება). მისი დამახასიათებელი ნიშანია ლურჯი ფერის თმები, ხოლო ვარცხნილობა ძალიან მაღალი აქვს, რაზეც დიდი რაოდენობა ლაქს ხარჯავს. თმებში ხოლმე სხვადასხვა ნივთსაც ინახავს.

მარჯი დაახლოებით 40 წლისაა. იგი დიასახლისია. დიდ დროს უთმობს შვილებზე ზრუნვას. განასახიერებს 50-იანი წლების ამერიკელი დიასახლისების სტერეოტიპს. მთელ ოჯახში ის ერთადერთი წევრია, რომელიც ეკლესიაში კვირაობით ნებაყოფლობით დადის. პასუხისმგებელია ოჯახურ ფინანსებზე - ხოლმე კვირაში საკვებზე მხოლოდ 12 დოლარს ხარჯავს. მარჯი შესანიშნავი მზარეულიც არის, განსაკუთრებით ცნობილი თავისი ღორის ხორცის კერძებით და ზეფირით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]