დაფი (ლუდი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუდი დაფი

დაფი (ინგლ. Duff) — გამოგონილი ლუდის ბრენდი ანიმაციური სერიალიდან „სიმფსონები“. იგი არის ჰომერ სიმფსონის საყვარელი ლუდი. დაფი მდარე ხარისხის, იაფი, ამერიკული ლუდის პაროდიაა. ლუდს ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი – დაფმენი.

პირველად დაფი გამოჩნდა ეპიზოდში „Duffless“.[1]

დაფის მთავარი კონკურენტი ლუდი ფადია (Fudd), რომელიც პირველად ეპიზოდ Colonel Homer–ში გამოჩნდა. ლუდი ფადი ძალიან პოპულარულია ქალაქ შელბივილში, თუმცა მომ თქვა, ის ფიქრობს, რომ ეს ლუდი აიკრძალა, რადგან მის გამო ამ სოფლელებმა „გააფრინეს“.

მსგავსება ბუდვაიზერთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეტიკეტები ერთმანეთს ჰგავს.
  • ბუდვაიზერს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ბუდს, ეს სახელწოდება ჟღერდა ასევე რეკლამებშიც.
  • ბუდვაიზერი იყენებდა ბუდმენის ტიპაჟს.

ლუდის ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მულტსერიალში ნახსენები დაფის სახეობები:

  • Duff — სხვადასხვა ეპიზოდებში.
  • Duffenbrau — ეპიზოდი «Mayored to the Mob».
  • Duff Lite — ეპიზოდი «Duffless».
  • Duff Dry — ეპიზოდი «Duffless».
  • Duff Jr.
  • Duff Dark — ეპიზოდი «Duffless».
  • Lady Duff — ეპიზოდი «Duffless».
  • Duff Lager
  • Raspberry Duff — ეპიზოდი «Duffless».
  • Tartar Control Duff — ეპიზოდი «Duffless».
  • Henry K. Duff’s Private Reserve
  • Duff Blue
  • Duff Stout
  • Duff Zero (უალკოჰოლო)
  • Duff Extra Cold
  • Duff Microbrew
  • New Duff
  • Duff Gummi Beers — ეპიზოდი «Duffless».
  • Duff Experimental
  • Duff Red
  • Duff Ice — კომპიუტერული თამაში «The Simpsons Hit & Run».
  • Duff Special Reserve
  • Duff Draft
  • Duff Malt
  • Duff Christmas Ale
  • Duff Amber Fire-Brewed Barley Export
  • Duff’s Double-Dunkin' Breakfast Lager
  • კორპორაცია დაფი უშვებს ამავე სახელწოდების შამპანიურსაც — ეპიზოდი «Eternal Moonshine of the Simpson Mind»
  • Duff 200

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლუდი, მარკით „დაფი“ 1990 წლიდან 1996 წლამდე სამხრეთ ავსტრალიაში გამოდიოდა, სანამ არ გაირკვა რომ ეს სახელწოდება ნებართვის გარეშე იყო აღებული სიმფსონებიდან. ამ ლუდის ერთი ყუთის ფასი დღეს 10 000$ აღწევს, როდესაც მაშინ, მწარმოებელთან 24$ ღირდა.
  • სიმფსონების, სტუდია პილოტის უკრაინულ გახმოვანებაში, ლუდ დაფს „კნური“ ჰქვია (უკრ. ღორი). უკრაინული დუბლირების თავდაპირველ ვერსიებში ლუდს ჰქვია რიგანი რეალური უკრაინული მარკის ლუდის, ხარკოვის წარმოების როგანის ანალოგად – დაბალი ხარისხის, იაფი ლუდი.
  • არგენტინაში, სიმფსონების ფანებმა შექმნეს ლუდსახარში დაფი. კომპანია ფოქსი არ ჩქარობს ამ ფირმის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Duffless“. The Simpsons. სეზონი 4. ეპიზოდი 16.