მარკევიჩ-ევტუშევის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკევიჩ-ევტუშევის სახლი
რუს. Дом Маркевича-Евтушевского
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის პირველი მეოთხედი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101139000

მარკევიჩ-ევტუშევის სახლი (რუს. Дом Маркевича-Евтушевского) — ძველი ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. სახლი აგებულია XIX საუკუნის პირველ მეოთხედში. როსტოვის საოლქო კომიტეტის 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწვეტილების თანახმად მიენიჭა რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

მისამართი: ტაგანროგი, ანტონ გლუშკოს შესახვევი № 40[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი, რომელიც შემდეგში გახდა ტაგანროგის ისტორიული ძეგლი, ააშენეს XIX საუკუნის პირველ მეოთხედში. იგი ეკუთვნოდა ადგილობრივ ვაჭარსა. ნ. კამბუროვს, შემდეგ მან სახლი გაყიდა და გახდა მარკევიჩ-ევტუშევის კუთვნილება, რომელსაც ეკავა ტაგანროგის ქალაქის თავის კანცელარიის ჩინოვნიკის თანამდებობა[3]. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში სახლის მფლობელის ინიციალები საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისაგან[2][3].

დაქორწინების შემდეგ კანცელარიის ჩინოვნიკი საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის ოჯახში, ხოლო ანტონ გლუშკოს 40 ნომერში მდებარე უძრავი ქონება გადაწყვიტა, რომ გაექირავებინა[1]. სახლის ერთ-ერთი მემკვიდრე გახდა მარკევიჩ-ევტუშევის ქალიშვილი ლუდმილა პავლოვნა. იგი იყო მ. ე. ცეხოვის მეუღლე და ანტონ ჩეხოვის ბიცოლა[3]. ცნობილია, რომ მოიჯარეთა შორის იყო პ. ჩეხოვი და, რომ ზუსტად ამ სახლში დაიბადა ანტონ ჩეხოვის ძმა, პედაგოგი ივან ჩეხოვი. ჩეხოვებისა და მარკევიჩ-ევტუშევის ოჯახებს შორის მეგობრული დამოკიდებულება იყო[1]. ჩეხოვების ოჯახი მარკევიჩ-ევტუშევის სახლში ცხოვრობდა 1861-1862 წლებში.

XXI საუკუნეში შენობა საცხოვრებელი სახლია[3], რომელსაც 1992 წლიდან იცავს სახელმწიფო, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლს[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Энциклопедия Таганрога
  2. 2.0 2.1 2.2 Дом П. Н. Маркевич-Евтушевского, в котором жила семья Чеховых. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-10. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Дом П.Н.Маркевич-Евтушевского, в котором жила семья Чеховых" defined multiple times with different content; $2
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Дом П. И. Маркевич-Евтушевского