მარიდაანთ კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარიდაანთ კოშკი – კოშკი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, მარიდაანთ უბანში.

კოშკი ნაგებია რიყის ქვით. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით, ხოლო XIX საუკუნეში საბრძოლო კოშკი წისქვილად გადაუკეთებიათ. ნაგებობა დაზიანებულია: პირველი სართულის ცილინდრული კამარა ჩანგრეულია, სართული მიწითაა ამოვსებული; მეორე სართულზე ჩრდილოეთ კედელი გამონგრეულია; აღარ არსებობს მეორე და მესამე სართულების ხის გადახურვა; მესამე სართულის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.

კოშკი გეგმით სწორკუთხაა (5,2 X 6,95 მ). შესასვლელი პირველი სართულის დასავლეთ კედელშია. აღმოსავლეთ კედელში ორი სათოფურია, სამხრეთისაში ბუხარი და ორი სათოფური. ჩრდილოეთ კედელში დატანებულია მეორე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე. მეორე სართულზე, სამხრეთ კედელში ჩაშენებულია ბუხარი. მის ორივე მხარეს, ბრტყელ ნიშებში სათოფურებია. ასეთივე სათოფურებია აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებშიც. კოშკის დასავლეთ ფასადზე ჩასმულია ქვიშაქვის ფილა მხედრული წარწერით. წარწერა დაზიანებულია; იკითხება მხოლოდ ამშენებლის გვარი - „შაქარაშვილი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.