მარია ადეოდატა პიზანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ადეოდატა პიზანი
დაიბადა 29 დეკემბერი, 1806(1806-12-29)[1] [2]
ნეაპოლი
გარდაიცვალა 25 თებერვალი, 1855(1855-02-25)[1] [2] (48 წლის)
Mdina
ხსენების დღე 25 თებერვალი
მოღვაწეობა მღვდელი და მონაზონი

მარია ადეოდატა პიზანი (დ. 29 დეკემბერი , 1806 — გ. 25 თებერვალი , 1855 ) — მალტელი მონაზონი, რომელსაც პაპმა იოანე პავლე II-მ პატივი მიაგო 2001 წლის 24 აპრილს და აკურთხა ნეტარად 2001 წლის 9 მაისს.

2001 წლის 9 მაისს იოანე პავლე II-მ ხელი მოაწერა და გამოაქვეყნა ბრძანებულება მისი სათნოებისა და სასწაულმოქმედების შესახებ, რის შემდეგაც გზა გაუხსნა ბეატიფიკაციას. ეპისკოპოსებმა გამოაქვეყნეს პასტორალური წერილი, რომელშიც ხაზგასმული იყო ის სერიოზული სირთულეები, რომლებიც მარია ადეოდატა პიზანმა გადალახა. მას ჰქონდა „რთული ბავშვობა, რადგან მისი მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ. მან უარი თქვა კეთილდღეობაზე და გასცა თავისი სიმდიდრე, ნებაყოფლობით ცხოვრობდა როგორც მონაზონი.“

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ბარონ ბენედეტო პიზანის მომპალაო კუზკერისა და ვინჩენცა კარანოს ერთადერთი ქალიშვილი იყო. მარია ტერეზა პიზანი დაიბადა ნეაპოლში, იტალიაში 1806 წლის 29 დეკემბერს და იმავე დღეს მოინათლა წმინდა მარკის სამრევლოში პიცოფალკონეში. მისი მამა ატარებდა ფრიგენუინის ბარონის ტიტულს, მალტაში ერთ-ერთი უმდიდრესი ბარონი იყო; დედამისი იტალიელი იყო. [3]

მამის აკოჰოლიზმმა მალევე გამოიწვია ოჯახური პრობლემები. შედეგად, სანამ პიზანი ჯერ კიდევ პატარა იყო, დედამ დატოვა ოჯახი და ბავშვის მოვლა მიანდო დედამთილს, ელიზაბეტ მამო მომპალაოს, რომელიც ნეაპოლში ცხოვრობდა. მომპალაო იყო წესიერი მომვლელი, მაგრამ გარდაიცვალა, როდესაც მისი შვილიშვილი მხოლოდ ათი წლის იყო. ბებიის გარდაცვალების შემდეგ პიზანი გაგზავნეს ნეაპოლის ცნობილ პანსიონში (Istituto di Madama Prota), სადაც ადგილობრივი არისტოკრატიის ქალიშვილებმა განათლება მიიღეს. [3]

1821 წელს მამამისი მონაწილეობდა ნეაპოლის აჯანყებაში და მიესაჯა სიკვდილით დასჯა. ვინაიდან ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო, სასჯელი შეუჩერდა და ნეაპოლის მეფე ფერდინანდ II-მ იგი ნეაპოლიდან გააძევა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულ მალტაზე გადაასახლა. 1825 წელს პიზანი და დედამისი საცხოვრებლად მალტაში ჩავიდნენ და რაბათში დასახლდნენ. [4]

ერთ დღეს, მალტაში ყოფნისას, პიზანმა გადაწყვიტა მონაზონი გამხდარიყო, თუმცა დედა ურჩევდა დაქორწინებას. [4] სუსტი ჯანმრთელობის გარდა, პიზანს ჰქონდა მხრის დეფორმაცია, რაც, როგორც წყაროები მოწმობს, მოახლის ხელით მიყენებული დაზიანებებით იყო გამოწვეული, რომელმაც ის სცემა, როდესაც ბებიასთან ცხოვრობდა ნეაპოლში. მიუხედავად იმისა, რომ დედა ცდილობდა მისთვის შესაფერისი ქმარი ეპოვა, პიზანი ურყევად უარს ამბობდა ამ წინადადებებზე, ამჯობინებდა მშვიდ ცხოვრებას, ეკლესიაში სიარულსა და ღარიბების დახმარებას. ადამიანებმა, ვინც მას იცნობდნენ, დაიწყეს საუბარი მისი ღვთისმოსავი საქციელის შესახებ.

21 წლის ასაკში იგი გაწევრიანდა წმინდა პეტრეს მონასტერში ბენედიქტელთა თემში და მიიღო სახელი მარია ადეოდატა („ღვთის მიერ ბოძებული“). [4] მან თავისი სამონაზვნო პროფესია ორი წლის შემდეგ დაიწყო. მონასტერში პიზანი იყო მკერავი, საეკლესიო სალაროს მცველი, მტვირთველი, მასწავლებელი და დამწყები დიასახლისი. მისი ქველმოქმედება სსაარგებლო იყო როგორც თანამემამულე მონაზვნებისთვის, ასევე მრავალი ადამიანისთვის მონასტრის გარეთ. [5]

პიზანმა დაწერა სხვადასხვა ნაწარმოებები, რომელთაგან ყველაზე ცნობილია სულის საიდუმლო ბაღი, რომელსაც უყვარს იესო და მარიამი, მისი პირადი მოსაზრებების კრებული 1835 და 1843 წლებში. [5]

ის იყო აბატი 1851 წლიდან 1853 წლამდე, მაგრამ იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური, რადგან გულის პრობლემები ჰქონდა. იგი გარდაიცვალა 1855 წლის 25 თებერვალს, 48 წლის ასაკში და მეორე დღეს დაკრძალეს მდინაში ბენედიქტელთა მონასტრის საძვალეში. [6]

პიზანს იხსენიებენ თავისი სიწმინდით, ღარიბების სიყვარულით, თავგანწირვითა და ექსტაზის ისეთი მდგომარეობით რომ ახერხებდა ჰაერში მაღლა აწევას. [6]

პატივის მიგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს იგი აკურთხა ნეტარად იოანე პავლე II-მ. [6] პაპმა მოიხსენია, რომ მისი კურთხევისთვის საჭირო სასწაული 1897 წლის 24 ნოემბერს მომხდარი ინციდენტი იყო, რომლის დროსაც აბატი ჯუზეპინა დამიანი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სუბიაკოს მონასტრიდან, [7] იტალიაში იმყოფებოდა. მარია პიზანის ჩარევის მოთხოვნის შემდეგ იგი კუჭის სიმსივნისგან განიკურნა.

რომის პაპმა იოანე პავლე II-მ მარიას ბეატიფიკაცია გამოაცხადა 2001 წლის 9 მაისს ფლორიანაში, მალტა. მალევე გაიხსნა ნეტარი მარიას უზარმაზარი პორტრეტი - ორიგინალი ზეთის ნახატის ასლი, რომელიც შეკვეთილი იყო 1898 წელს პიეტრო პეისის, როდოსის არქიეპისკოპოსის და ეპისკოპოსის მიერ. მალტის პონტიფმა ასევე გამოაცხადა, რომ მისი დღესასწაული აღინიშნება 25 თებერვალს, მისი გარდაცვალების დღეს. [8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
  2. 2.0 2.1 GCatholic.org — 1997.
  3. 3.0 3.1 EWTN - Footsteps of St. Paul - EWTN News. ციტირების თარიღი: 2018-06-18
  4. 4.0 4.1 4.2 Ltd, Allied Newspapers. „Blessed Adeodata Pisani“. Times of Malta (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-06-18.
  5. 5.0 5.1 BLESSED MARIA ADEODATA PISANI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 2018-06-18
  6. 6.0 6.1 6.2 „BLESSED MARIA ADEODATA PISANI :: Catholic News Agency (CNA)“. Catholic News Agency (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-25. ციტირების თარიღი: 2018-06-18.
  7. Maria Adeodata Pisani (1806-1855). ციტირების თარიღი: 2018-06-18
  8. „Malta celebrates feast of San Ġorġ Preca, a day chosen by the Pope 15 years ago - TVM News“. TVM English (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-06-18.