მარე (კვარტალი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარე (ფრანგ. Marais — «ჭაობი») — პარიზის კვარტალი სენის მარჯვენა სანაპიროზე, ბობურგის აღმოსავლეთით. რესპუბლიკისა და ბასტილიის მოედნებს შორის მდებარე კვარტალი ეკუთვნის, როგორც მესამე, ისე მეოთხე მუნიციპალურ ოქლებს. კვარტლის საზღვრებს განსაზღვრავს სამი ბულვარი და მდინარე სენა: ჩრდილოეთით -ბულვარი დიუ ტამპლი, დასავლეთით - სევასტოპოლის ბულვარი, ხოლო აღმოსავლეთით - ბომარშის ბულვარი.

ჭაობი, რომელიც ამ ადგილას მდებარეობდა ტამპლიერების ორდენის წევრებმა დააშრეს XIII საუკუნეში. მაშინ ეს არემარე ქალაქის განაპირას მდებარეობდა. მარე ძველი ქალაქის იმ ერთ-ერთ უბანთაგანია, რომელიც ბარონი ოსმანის რეკონსტრუქციას თითქმის ხელუხლებლად გადაურჩა XIX საუკუნეში.