მარგარეტ მალერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაგარეტ შონბერგერ მალერი (დ. 10 მაისი, 1897 — გ. 2 ოქტომბერი, 1985) — ექიმი, რომელიც მოგვიანებით დაინტერესდა ფსიქიატრიით. ის იყო ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ფსიქოანალიზის ისტორიაში. იგი დაინტერესებლი იყო ბავშვის ნორმალური განვითარებით, მაგრამ ის უმეტეს დროს ატარებდა ფსიქიატრიულად დაავადებულ ბავშვებთან.

მარგარეტ მალერი დაიბადა 1897 წლის 10 მაისს უნგრეთის პატარა ქალაქში, ებრაელების ოჯახში. მას და მის უმცროს დას მშობლების პრობლემური ქორწინების გამო მძიმე ბავშვობა ჰქოდათ. მარგაერტის მამამ ხელი შეუწყო მის წარმატებას მათემატიკასა და სხვა მეცნიერებებში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ჩააბარა Vaci Utcai გიმნაზიაში, ბუდაპეშტში, მიუხედავდ იმისა რომ ამ დროს უჩვეულო იყო ქალისათვის სწავლის გაგრძელება. ბუდაპეშტმა მის ცხოვრებასა და კარიერაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მან გაიცნო უნგრელი ფსიქოანალიტიკოსი ფერენცი, დაინტერესდა არაცნობიერით და ფერენცმა შესთავაზა მას წაეკითხა ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომები.

1916 წლის სექტემბერში მარგარეტმა ბუდაპეშტის უნივერსიტეტში დაიწყო ხელოვნების ისტორიის სწავლა, თუმცა 1917 წლის იანვარში ის გადავიდა სამედიცინო სკოლაში. სამი სემესტრის შემდეგ მან დაიწყო სამედიცინო განათლების მიღება მიუნხენის უნივერსიტეტში, მაგრამ იძულებული იყო დაეტოვა სასწავლებელი იმ პერიოდში ებრაელებისადმი ცუდი დამოკიდებულების გამო. 1920 წელს ის გადავიდა იენის უნივერსიტეტში და სწორედ იქ დაიწყო მან იმის გაანალიზება თუ რამდენად დიდ როლს თამაშობდა სიყვარული და თამაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ჯანმრთელი ბავშვის აღზრდაში. 1922 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და გაემგზავრა ვენაში ლიცენზიის ასაღებად. აქ მან პედიატრიიდან გადაინაცვლა პსიქიატრიაში და შვიდი წლის შემდეგ ის მიიღეს როგორც ანალიტიკოსი. მარგარეტს უყვარდა ბავშვებთან მუშაობა; მოსწონდა როდესაც ბავშვები ყურადღებითა და სიხარულით თანამშრომლობდნენ მასთან.

1936 წელს ის გათხოვდა პაულ მალერზე. წყვილი გადავიდა საცხოვრებლად ბრიტანეთში და შემდგომ 1938 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკის სამედიცინო ლიცენზიის მიღების შემდეგ მან დაიწყო კერძო პრაქტიკები. 1940 წელს ის გახდა ბავშვის ანალიზის უფროსი მასწავლებელი. გაწევრიანდა ადამიანის განვითარების ინსტიტუტში, განათლების ინსტიტუტსა და ნიუ-იორკის პსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში.

მარგარეტ მალერი გარდაიცვალა 1985 წლის 2 ოქტომბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Coates, S.W., John Bowlby and Margaret S. Mahler: Their lives andtheories