მანანა აბრამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანანა აბრამიშვილი
დაბადების თარიღი 16 აპრილი, 1943 (1943-04-16) (81 წლის)
დაბადების ადგილი ქ. თბილისი
საქმიანობა თანამედროვე ქართველი პოეტი და დრამატურგი
ენა ქართული
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი
პერიოდი 1976 წლიდან დღემდე
ჟანრი პიესა, ლექსი
თემატიკა სიყვარული, სამშობლოს ბედ-იღბალი, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების რწმენა
ჯილდოები მიენიჭა წოდება „ამაგდარი“ საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირისგან — 2019

მანანა აბრამიშვილი (დ.16 აპრილი, 1943, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოეტი და დრამატურგი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1983) — მრავალშვილიანი დედა. თბილისის ქალთა საბჭოს წევრი (1984-1985).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანანა აბრამიშვილი დაიბადა 1943 წლის 16 აპრილს ქ. თბილისში. დედა — რუსუდან გურამიშვილი — ფილოლოგი, პოეტი (რუსუდანის პაპა, ლონგინოზ გურამიშვილი იყო ოლღა გურამიშვილის [1] ალალი ბიძაშვილი.) მამა — სპირიდონ (კუკური) აბრამიშვილი, 16 თაობის სასულიერო პირთა უწყვეტი ხაზის შთამომავალი (ბოლო წარმომადგენელი გახლდათ სპირიდონის მამა, დეკანოზი ვლადიმერ აბრამიშვილი) — პედაგოგი, თბილისის ფიზკულტურის ისტიტუტის პირველი კურსდამთავრებული. ახალგაზრდობაშიც და მერეც, ხანდაზმულობის ასაკში, იღებდნენ ქართულ მხატვრულ ფილმებში. მანანა აბრამიშვილმა დაამთავრა თბილისის 58-ე საშ. სკოლა 1960 წელს. 1965 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანანა აბრამიშვილმა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განიზრახა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, სადაც გაიცნო მოქანდაკე ვახტანგ ფეტვიაშვილი. ვახტანგ ფეტვიაშვილი არაჩვეულებრივად მუშაობდა ხეზე; იყო პირველი თაობის მორაგბე, საქართველოს წარმატებული გუნდის „ლოკომოტივის“[[5]] უცვლელი კაპიტანი 15 წლის განმავლობაში. 1967 წლის 30 აპრილს ისინი დაქორწინდნენ. მანანასა და ვახტანგს ეყოლათ ხუთი შვილი: რუსუდანი, გიორგი, მარიამი, დიმიტრი, სალომე.

  • რუსუდან ფეტვიაშვილი — მხატვარი [2] [3]
  • გიორგი ფეტვიაშვილი — ბიზნესმენი
  • მარიამ ფეტვიაშვილი — მხატვარი (ფერწერა, მინანქარი, თექა)
  • დიმიტრი ფეტვიაშვილი — მოქანდაკე
  • სალომე ფეტვიაშვილი — მხატვარ-დიზაინერი

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976 წლიდან მანანა აბრამიშვილს შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან — იდგმებოდა მისი საავტორო პიესები ლექსად და პროზად. ასევე ინსცენირებები და ნათარგმნი პიესები. 1983 წელს მანანა აბრამიშვილი დაინიშნა ამავე თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ და დღემდე ამ თანამდებობაზეა.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლექსების კრებული — „ფიქრები ქარ და ქარ“ [4], გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2019 წ.
  • ხელნაკეთი წიგნაკები მანანა აბრამიშვილის ლექსებითა და რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით — პროექტი „ანბანდიდი“, 2019 წ.
  • საავტორო კრებული „მოდით, მოდით ბავშვებო“ , გამოცემლობა „დიოგენე“, 2009 წ.
  • მოთხრობის ავტორი — „დედა ენა“, „დიოგენე“, 2010 წ.
  • პიესის ავტორი, დამხმარე სახელმძღვანელო III -IV კლასებისთვის, გამოცემლობა „დიოგენე“, 2012 წ.
  • მოთხრობები — ჟურნალი „ანო და ვანო“ , 2008 წ.
  • საბავშვო ლექსები — ჟურნალი „ბაბილინა“, 2010
  • სცენარის ერთ-ერთი ავტორი და რეჟისორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა „ჩვენ მეგობრები ვართ“. კინოსტუდია „პიონერ-ფილმის “პირველი ნაწარმოები (ქ. მოსკოვში საკავშირო დათვალიერებაზე დაიმსახურა I პრემია),1960 წ.
  • დრამატურგთა საკავშირო კონფერენციის მონაწილე ქ. მოსკოვში, 1962 წ.
  • ჰოლივუდის ანიმაციური სტუდია „პიქსარი“ ამჟამად მუშაობს მანანა აბრამიშვილის სცენარზე „შეყვარებული ბაყაყი“. საქართველოს კინო-ცენტრისა და „პიქსარის“ ერთობლივი პროექტი.

პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრის სცენაზე დადგმული საავტორო პიესები და ინსცენირებები:

  • „გათავისუფლებული ზღაპრები“ — 1977
  • „ნიშხა-ნიშხა! ბარბალუკა!“ - 1980
  • (მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების საკავშირო დათვალიერებაზე დაიმსახურა დიპლომი) — 1982
  • „ვარსკვლავი“ — 1981
  • „ეთერიანი“ — 1992
  • „ნატვრის ხე“ (თ. ბართაიას თანაავტორობით) —1997
  • „გოგონა ციდა ყვავილების ქვეყნიდან“ ანდერსენის მიხედვით — 1998
  • „ზღაპარი წითელქუდაზე“ — 2003
  • „საახალწლო ზღაპარი“ — 2005
  • „საახალწლო კონცერტი“ — 2008
  • „მამოს თავგადასავალი“ (დ. ნეპომნიაშჩის მიხედვით) — 2008
  • „ზამთრის ზღაპარი“ — 2011
  • „ფეხბედნიერი მეკვლე“ — 2012
  • „დათუნია დრუნჩა და მისი მეგობრები“ (გ. ჭიჭინაძის მიხედვით) — 2014
  • „სამი გოჭი“ (ს. მიხალკოვის მიხედვით ) — 2014
  • „მხიარული მზესუმზირა“ (კ. მეშკოვის მიხედვით) — 2015
  • „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (ვაჟა-ფშაველას მიხედვით) — 2015

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათარგმნი პიესები:

  • ვ. ცინიბულკის „ცისფერი მარგალიტი“ — 1976
  • ბ. აპრილოვის „პატარა პინგვინები“ — 1986
  • ი. ზლატოპოლსკების „ბედნიერების მეკვლე“ — 1992

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მანანა აბრამიშვილს მიენიჭა წოდება „ამაგდარი“ საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირისგან — 2019

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]