მანავის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანავის წმინდა გიორგის ეკლესია, ოდიშის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ჩრდილოეთით, 1,5 კილომეტრზე, ტყეში. სავარაუდოდ, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ადგილობრივთა მონაცემებით ეკლესია აუგიათ სამეგრელოდან გადმოსულ სტეფანიებს და დღესაც მათ სალოცავად ითვლება.

ეკლესია დარბაზულია, უაფსიდოა. ნაგებია ქვიშაქვის ლოდებით, რიყის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ქაოსურია. გამოყენებულია აგურიც. დაზიანებულია. ჩამონგრეულია კამარა, გრძივი კედლების ზედა ნაწილები, ალაგ-ალაგ, მონგრეული აქვს.

შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა, საკურთხეევლის აღმოსავლეთ კედელში ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომლის ქვემოთ, კედელზე, ოთხკუთხა ტრაპეზია მიდგმული. მსგავსი, ოღონდ ოდნავ უფრო პატარა ნაგებობა საკურთხევლის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კუთხეშიც დგას.

ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ვიწრო პილასტარია, დასავლეთ ნაწილში კი - მცირე ზომის, ოთხკუთხა ნიშა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]