მამია დუდუჩავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მამია დუდუჩავა
დაბ. თარიღი 14 აგვისტო, 1911(1911-08-14)
გარდ. თარიღი 8 მაისი, 1980(1980-05-08) (68 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე და ხელოვნებათმცოდნე
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

მამია დუდუჩავა (დ. 14 აგვისტო, 1911, ქვემო ხეთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი— გ. 1980)— ქართველი ლიტერატურათმცოდნე და ხელოვნებათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1911 წლის 14 აგვისტოს ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ქვემო ხეთში. 1931 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
1944-1947წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი; 1948-1952წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი; 1952 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1954 წლიდან ლიტერატურის თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი; წერდა კრიტიკულ წერილებს, მონოგრაფიებსა და ნარკვევებს ახალი ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის საკითხებზე.

სამეცნიერო ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ფერწერა (1939)
  • გიგო გაბაშვილი (1946)
  • ახალი ქართული ხელოვნება (1950)
  • ხელოვნების პრობლემები (1959)
  • შოთა რუსთაველის ესთეტიკური ნააზრევი (1966)

ჯილდოები, პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1969 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1965 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]