მამადაანების მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამადაანების ეკლესია.

მამადაანების მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანების ჩრდილოეთით 1 კმ-ზე, ტყეში. აგებულია XIII-XIV საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით. მოპირკეთებულია შირიმით. დაზიანებულია, ჩამონგრეულია კამარა. დასავლეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. არასრული ნახევარწრის ფორმის აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროვებული თაღოვანი სარკმელია.

მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთით და ჩრდილოეთით ნახევარწრიულ-აფსიდიანი სათავსები მიუშენებიათ. ჩრდილოეთი მინაშენი ორი კარით უკავშირდება ეკლესიას. ერთი კარი თაღოვანია, მეორე — სწორკუთხა. მინაშენის აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი. სარკმლის ქვემოთ კედელზე ტრაპეზია მიდგმული. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია. სამხრეთ მინაშენში შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდისა და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]