მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი და ჩუღურეთის რაიონი
წინა სახელები ჟანდარმის ქუჩა, სამოქალაქო ქუჩა

მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნისა და ჩუღურეთის რაიონებში (ავლაბარი), მდებარეობს ალვანის ქუჩიდან ნიკო ლომოურის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ჟანდარმის ქუჩა. 1922 წელს სამოქალაქო ქუჩა დაერქვა, 2000 წელს მალხაზ აბდუშელიშვილის სახელი ეწოდა. ჰქონდა ერთი ჩიხი (ყოფილი სამეგრელოს ქუჩა, შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში და 1926–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი”).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]