მალიქ იბნ ანასი
მალიქ იბნ ანასი (დ. 711, მედინა — გ. 795) ― ისლამური სამართლის მცოდნე, იმამი, მალიქიტების სკოლის დამფუძნებელი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცხოვრობდა ქალაქ მედინაში და მეჩეთში ასწავლიდა ისმალურ სმართალს. მისი მთავარი ნაშრომია „გაკვალული ბილიკი“, რაც წარმოადგენს მუსლიმური სამართლის ჩვენამდე მოღწეულ პირველ კორპუსს, ჰადისების პირველ ჩაწერილ კრებულ;ს. მასში შეტანილია 1700 ყველაზე სარწმუნო ჰადისი, გადმოცემულია ისლამის კანონები, რელიგიური წეს-ჩვეულებები და პრაქტიკა. ჰარუნ ალ-რაშიდმა შესთავაზა მალიქს ძალის გამოყენებით დაენერგათ ეს წიგნები ყველგან, მაგრამ იმამისგან უარი მიიღო.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 390.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მალიქ იბნ ანასი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)