მაკ-კლურის სრუტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Map indicating McClure Strait, Northwest Territories, Canada.png

მაკ-კლურის სრუტესრუტე კანადის არქტიკულ არქიპელაგში, ბანქსის, პრინს-პატრიკისა და მელვილის კუნძულებს შორის. სიგრძე დაახლოებით 400 კილომეტრი, სიგანე 88-140 კილომეტრი, სიღრმე 300 მეტრზე მეტი, მაქსიმალური 472 მეტრი. მთელი წლის მანძილზე ყინულით არის დაფარული. ნაოსნობა შესაძლებელია ყინულმჭრელების მეშვეობით აგვისტო-სექტემბერში. სახელი ეწოდა არქტიკის მკვლევარ რობერტ მაკ-კლურის პატივსაცემად.

ლიტერატურა[რედაქტირება]