მაკარ ჯაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაკარ ივანეს ძე ჯაში (დ. 12 (25) იანვარი1902, სოფელი ვანი, ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1994?) — ქართველი პარტიული და საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. სკკპ წევრი 1921 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928-1933 წლებში მუშაობდა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, სექტორის გამგედ. 1934 წელს საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ. 1934-1936 წლებში პარტიის ხაშურისა და დუშეთის რაიკომების მდივნის მოადგილედ. 1937-1938 წლებში პარტიის თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მესამე მდივანი. 1938-1940 წლებში საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის მესამე მდივანი, 1940-1947 წლებში საქართველოს სახალხო კონტროლის კომისარი, შემდეგ საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე. დიდი სამამულო ომის დროს იყო ამიერკავკასიის ფრონტის საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის და სახკომსაბჭოს რწმუნებული, 1947-1953 წლებში საქართველოს სსრ-ის სატყეო მეურნეობის მინისტრი, 1953-1954 წლებში საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1955-1972 წლებში საბჭოთა სამეურნეო და პროფკავშირულ ხელმძღვანელ სამუშაოზე იყო. 1972 წლიდან საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. საქართველოს კპ ცკ-თან არსებული პარტიის ვეტერანთა საბჭოს თავჯდომარე. საკავშირო კპ (ბ) XVIII და საქართველოს კპ (ბ) X-XVI და XXVI-XXVII ყრილობების დელეგატი. სსრკ I-II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, სამამულო ომის პირველი ხარისხისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]