მაგული ურუშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაგული ურუშაძე
დაბ. თარიღი 1923
დაბ. ადგილი თბილისი, სსრკ
გარდ. თარიღი 1999
მოქალაქეობა  საქართველო
 სსრკ
საქმიანობა ჟურნალისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო
ჯილდოები საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

მაგული ურუშაძე (დ. 1923, თბილისი — გ. 1999) — ქართველი ჟურნალისტი, რედაქტორი, ფილოლოგი და რადიოჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1946-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რადიომაუწყებლობაში. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს რადიოს მხატვრულ გადაცემათა მთავარი რედაქციის ლიტერატურულ გადაცემათა რედაქციის უფროსი რედაქტორი, პროგრამებისა და გამოშვების მთავარი რედაქციის პროგრამების რედაქციის უფროსი რედაქტორი.აღზარდა ქართველ რადიო-ჟურნალისტთა არაერთი თაობა. რადიოჟურნალისტი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1970 — საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]