მაგისტრატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაგისტრატურა (< ლათ. magistratus — „წარჩინებული მოხელე“, „უფროსი“) — აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევარის მომზადებას, აგრეთვე ამზადებს პირს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის.

საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.

მაგისტრატურა არის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა. მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]