ლომონოსოვის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლომონოსოვის ხიდი
Мост Ломоносова
კოორდინატები 59°55′43″N 30°20′09″E / 59.928611° ჩ. გ. 30.335833° ა. გ. / 59.928611; 30.335833
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საავტომობილო
სიგრძე 57,2 მ
სიგანე 14,66 მ
გახსნის თარიღი 1787
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810706007

ლომონოსოვის ხიდი (რუს. Мост Ломоносова) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ რაიონში. მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს სპასკისა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 57,2 მეტრი, სიგანე - 14,66 მ. ქალაქის ხიდმშენებლობის კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის ახლოს მდებარეობს ლომონოსოვის ბიუსტი.

დინების ზემოთ მდებარეობს ანიჩკოვის ხიდი, ქვემოთ კი — ლეშტუკოვის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურია — „გოსტინი-დვორი“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ხიდს ეწოდებოდა ეკატერინეს ხიდი ეკატერინე II-ის პატივსაცემად, მაგრამ აშენებიდან მალევე გადაარქვეს სახელი და უწოდეს ჩერნიშიოვის ხიდი, რადგან აქ მდებარეობდა ჩერნიშიოვების ქალაქგარე აგარაკი. 1948 წლის 23 აგვისტოს ხიდს ამჟამინდელი სახელი უწოდეს მიხეილ ლომონოსოვის პატივსაცემად. ამასთანავე სახელი გადაარქვეს მიმდებარე მოედანსაც, სადაც იდგა ამ სწავლულის, პოეტისა და მხატვრის ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ააშენეს 1785-1788 წლებში. პროექტის ავტორების შესახებ ისტორიული წყაროები სხვადასხვა ადამიანებს გვისახელებენ, მათ შორის არიან ინჟინრები ფრიდრიხ ბაური, ივან გერარდი, პეტრე სუხტელენი და კარლ მოდერახი, არქიტექტორები იური ფელტენი და ვასილი ბაჟენოვი. ზოგიერთი წყარო ასევე პროექტის ავტორად მოიხსენიებს ჟ.-პ. პერონეს. ლომონოსოვის ხიდი არის მდინარე ფონტანკაზე აგებული შვიდი ტიპური ხიდიდან ერთ-ერთი შემორჩენილი ნიმუში სტარო-კალინკინის ხიდთან ერთად.

1826 წელს შეიმუშავეს ხიდის გადაკეთების პროექტი, რომელიც დაამტკიცეს 1826 წლის 20 ივლისს, მაგრამ არ განხორციელებულა.

1912-1913 წლებში ინჟინერ ანდრეი პშენიცკის ხელმძღვანელობით ხიდი კაპიტალურად გაარემონტეს.

ლენინგრადის ბლოკადის დროს ხიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა არტილერიული დაბომბვის შედეგად. 1949, 1950-1952, 1967, 1986 და 2006 წლებში ხიდზე სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Кочедамов В. И. Набережные Невы. — М.: Гос. издательство литературы по строительству и архитектуре, 1954. — 179 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Пунин А. Л. Архитектура отечественных мостов. — Л.: Стройиздат, 1982. — 152 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]