ლოკომოტივი თბილისი (სარაგბო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოკომოტივი

ლოკომოტივის შერკინება აიას წინააღმდეგ
2018 წლის დიდი 10-ის ფინალი
სრული სახელი სარაგბო კლუბი ლოკომოტივი თბილისი
დაარსდა 1964
მოედანი ავჭალა არენა
ტევადობა 5000
ლიგა დიდი 10
ოფიციალური საიტი
[http://www.Rugby.Ge www.Rugby.Ge]

ლოკომოტივი თბილისისაქართველოს უმაღლესი ლიგის სარაგბო კლუბი.

კლუბი დაარსდა 1964 წელს თბილისში. 1990 წლიდან, საქართველოს ეროვნული ლიგის ჩამოყალიბების შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და სხვადასხვა დროს ეწოდებოდა ელმავალი, ვესტა, თბილისი, ქორები, ლიგამუსი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლოკომოტივი სარეკორდო, ათი ჩემპიონის ტიტულის მფლობელია.

გუნდი საშინაო მატჩებს ატარებს ავჭალა არენაზე, რომელიც 2012 წელს აშენდა და 5000 მაყურებელს იტევს.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ჩემპიონატი:
    • ჩემპიონი (10): 1992, 1994, 2000, 2001, 2003, 2005, 2006, 2008, 2010, 2018
    • ვიცე-ჩემპიონი (3): 1967, 1990, 1991
    • მესამე ადგილი (11): 1968, 1972, 1978, 1981, 1995, 1996, 1999, 2002, 2007, 2009, 2011