ლობნოე მესტო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლობნოე მესტო

ლობნოე მესტო (რუს.: Лобное место), ასევე ცნობილი როგორც ”თავის ქალების ადგილი”, 13 მეტრი სიგანის ქვის პლატფორმა წითელ მოედანზე, მოსკოვი, წმინდა ბასილის ტაძრის წინ.

ადგილის სახელი მომდინარეობს რუსული სიტყვებიდან ”შუბლი” (ლობ) და ”ადგილი” (მესტო). ძველ რუსულში ”ლობ” ნიშნავდა მდინარის ხვეულ ნაპირს. პლატფორმა სავარაუდოდ 1530-იან წლებში უნდა აეგოთ აგურით. პირველად ნახსენებია 1547 წელს, როდესაც ივანე მრისხანე მოსკოველთა წინ სიტყვით გამოვიდა ამ ადგილას. შემდგომში ეს ადგილი ძირითადად ცარის უკაზების გამოსაცხადებლად და რელიგიური ცერემონიებისთვის გამოიყენებოდა. მიუხედავად პოპულარული წარმოდგენისა, ეს წრიული პლატფორმა სასჯელის აღსასრულებლად არასდროს გამოუყენებიათ. დროდადრო სახრჩობელას ხარაჩოებს მის გვერდით აწყობდნენ, თუმცა სახალხო სიკვდილით დასჯის პროცედურებს ვასილევსკი სპუსკზე აწყობდნენ ხოლმე წმინდა ბასილის ტაძრის უკან.