ლიტვის მეტრიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიტვის მეტრიკა 1511-18 წლებისა

ლიტვის მეტრიკა (პოლ. metryka — არქივი) — ლიტვის დიდი სამთავროს არქივი, რომელიც ინახება მოსკოვში, ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში. ლიტვის მეტრიკა ლიტვის ისტორიის უმნიშვნელოვანესი წყაროა. დიდი მნიშვნელობა აქვს მას აგრეთვე ბელორუსის, უკრაინისა და რუსული მიწების ისტორიისათვის. ლიტვის მეტრიკის საბუთები შეკრულია დაახლოებით 600 წიგნად და დალაგებულია თემატურად. XV-XVI სს. საბუთები შედგენილია ძირითადად ბელორუსულ ენაზე, შემდეგი პერიოდისა — ლათინურნარევ პოლონურ ენაზე. ლიტვური მეტრიკის ბევრი მასალა გამოქვეყნებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება]