ლიზა სიმპსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერსონაჟი სიმპსონებიდან
Lisa Simpson.png
ლიზა სიმპსონი
სქესი მდედრობითი
საქმიანობა მოსწავლე
ნათესავები მშობლები: ჰომერ სიმპსონი და მარჯ სიმპსონი
და-ძმები: ბარტ სიმპსონი და მეგი სიმპსონი
ბებია-ბაბუები: აბრაჰამ სიმპსონი, მონა სიმპსონი, ჟაკლინ ბუვიე და კლენსი ბუვიე
დეიდები: პეტი და სელმა ბუვიე
(აგრეთვე იხილეთ სიმპსონების ოჯახი)
ახმოვანებს იერდლი სმითი
ულმანის მოკლემეტრაჟიანი ფილმები "ღამე მშვიდობის" (1987)
სიმპსონები "Simpsons Roasting on an Open Fire" (1989)

ლიზა მარი სიმპსონი (ინგლ. Lisa Marie Simpson) — მულტსერიალის სიმპსონები ერთ-ერთი პერსონაჟი, სიმპსონების ოჯახის უფროსი ქალიშვილი და ბარტ სიმპსონის და (ასაკით მასზე უმცროსი). სერიალის განმავლობაში გამოიყურება, როგორც 8 წლის გოგონა. გამოირჩევა ინტელექტუალური შესაძლებლობებით.

მეტ გროუნინგმა ლიზა მოიგონა კომპანიის Fox მისაღებში ჯდომისას და ეს სახელი დაარქვა ერთ-ერთი თავისი დის პატივსაცემად. ლიზა პირველად გამოჩნდა ტრეისი ულმენის შოუში, მოკლემეტრაჟიან სერიაში „ღამე მშვიდობის“ (1987). ამ სერიაში იგი ჯერ არ იყო დამოუკიდებელი პერსონაჟი და უფრო მეტად თავის ძმას ჰგავდა. მომავალში მისი ხასიათი სულ უფრო და უფრო განავრცეს.

სერიალში ლიზას როლს ახმოვანებს მსახიობი იერდლი სმითი, თუმცა თავდაპირველად ამ როლზე კასტინგს ნენსი კართრაიტი გადიოდა.

ლიზას სახელი შეტანილია „გამოგონილ ადამიანთა ენციკლოპედიაში“, სადაც იგი ნახსენებია დემოკრატებს, მოყვარულ მუსიკოსებსა და უფროსი ასაკის ხალხზე უფრო ჭკვიანი პერსონაჟების სიებში. 2000 წელს გამოცემამ Entertainment Weekly იგი ყველაზე დაუფასებელ პიროვნებათა სიაში შეიყვანა. 2002 წელს თავის ძმა ბარტთან ერთად ლიზა მოხვდა 50 ყველაზე საუკეთესო მულტიპლიკაციური პერსონაჟის სიაში (TV Guide-ის რეიტინგში). 1996-1998 წლებში შედგა ინტერნეტ-გამოკითხვა, სადაც ლიზამ დაიკავა მეოთხე ადგილი სიმპსონების საყვარელ პერსონაჟებს შორის - ჰომერის, ბარტისა და რალფ ვიგამის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]