ლიველინი (უელსის პრინცი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Llywelyn the Last at Cardiff City Hall.jpg

ლიველინ გრაფიდის ძე (დ. დაახლ 1223 — გ. 11 დეკემბერი, 1282) — უელსის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი, პრინცი 1258-1282 წლებში. უელსის პრინც ლიველინ ბრწყინვალის შვილიშვილი, გრაფიდის ძე. ტახტზე ავიდა ინგლისელთა მიერ მამამისის მკვლელობის შემდეგ. მან უელსის უმეტესი ნაწილის დამორჩილება შესძლო, მაგრამ ინგლისის მეფე ედუარდ I-მა (1272-1307) უელსის საბოლოო დამორჩილება გადაწყვიტა, ლიველინი მოკლეს და ტახტი ედუარდ I-მა დაიკავა 1283 წელს. მან უელსის პრინცად თავისი ვაჟი ედუარდი აკურთა 1301 წელს. ედუარდ I-ის ინიციატივით 1283 წლიდან ჩრდილოეთ უელსში მრავალი ციხესიმაგრე აშენდა. აჯანყებულები რომლებიც თავისუფლებისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ დამარცხდნენ. უელსმა დამოუკიდებლობა დროებით დაკარგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]