ლესია უკრაინკას ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლესია უკრაინკას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი მთაწმინდა
წინა სახელები გიმნაზიის შესახვევი, მაქსიმ გორკის ქუჩა, სახ-კომსაბჭოს ქუჩა

ლესია უკრაინკას ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); შოთა რუსთაველის გამზირიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც გიმნაზიის შესახვევი (სახელწოდება უკავშირდება თბილისის კლასიკურ გიმნაზიას), 1923 წელს მაქსიმ გორკის სახელი დაერქვა, შემდეგ — სახ-კომსაბჭოს ქუჩა (ასეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე). 50-იანი წლებიდან ლესია უკრაინკას სახელი ჰქვია. ლესია უკრაინკა თბილისში პირველად 1903 წელს ჩამოვიდა და ამ ქუჩის მახლობლად ცხოვრობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]