ლეონიდ სტადნიკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონიდ სტადნიკი
სახელი დაბადებისას

ლეონიდ სტადნიკი

მოღვაწეობა

ყოფილი ვეტერინარი

ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

1971

დაბადების ადგილი

პოდოლიანცი, ჟიტომირის ოლქი

მოქალაქეობა

უკრაინა

დედა

გალინა სტადნიკი


ლეონიდ ივანეს ძე სტადნიკი (უკრ. Леонід Іванович Стадник; დ. 1971, პოდოლიანცი, ჟიტომირის ოლქი) — უკრაინელი გიგანტი. იგი პრეტენდენტია დღეისათვის მცხოვრები ყველაზე მაღალი ადამიანის წოდებისა, რომლის სიმაღლე აღწევს 257 სმ-ს, ხოლო მასა 200 კგ-ს. 2003 წლამდე მუშაობდა ვეტ-ექიმად უკრაინის ერთ-ერთ სოფელში. ამჟამად ცხოვრობს დედამისთან ერთად სოფელ პოდოლიანცში.

12 წლის ასაკში სტადნიკმა თავის ტვინზე ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგ განუვითარდა ჰიპოფიზი, რამაც საბოლოოდ გამოიწვია აკრომეგალია. სტადნიკი დიდი ხნის განმავლობაში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნს უარს ეუბნებოდა სიმაღლეში გაზომვაზე, თუმცა 2007 წელს იგი დათანხმდა გამომცემლობას და სიმაღლეში გაიზომა. აღმოჩნდა, რომ ლეონიდ სტადნიკი 2007 წლისათვის პლანეტის ყველაზე მაღალი ადამიანია. მანამდე ეს ტიტული მონღოლ გიგანტს ბაო სიშუნს ეკუთვნოდა.[1]

2008 წელს გინესის რეკორდების წიგნმა ყველაზე მაღალი ადამიანის ტიტული დაუბრუნა ბაო სიშუნს, რამეთუ სტადნიკმა უარი განაცხადა სიმაღლეში ხელახლა გაზომვაზე. უარის მიზედად სტადნიკმა დაასახელა, ის რომ მას არა აქვს სურვილი თვალყური ადევნოს მის გარშემო ატეხილ აურზაურს.

სტადნიკი აგრძელებს სიმაღლეში მომატებას. უკანასკნელ წლებში გაიზარდა 2 სანტიმეტრით. მეტად უჭირს სახლში გადაადგილება. უკრაინელმა ბიზნესმენბმა ლეონიდ სტადნიკს აჩუქეს სატელიტური ანტენა და კომპიუტერი. აღსანიშნავია, რომ სტადნიკი რამდენიმე წლის უკან უკრაინის იმდროინდელ პრეზიდენტს ვიქტორ იუშენკოს შეხვდა. 2008 წლის აპრილში იუშენკომ მას გადასცა ავტომობილი შევროლე.

ლეონიდ სტადნიკი ამჟამადაც უარზეა განმეორებითი გაზომვებისაგან და შესაბამისად დღეისათვის ყველაზე მაღალი ადამიანის ტიტულს თურქი სულთან კოსენი ფლობს.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე