ლეონიდა ბაგრატიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეონიდა გიორგის ასული ბაგრატიონი (დ. 1914, თბილისი — გ. 2010, მადრიდი) — ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი. მშობლებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. 1934 წელს პირველად დაქორწინდა ქ. ნიცაში სუმნერ მოორ კიბიზე. მისგან ჰყავს ქალიშვილი ელენე (* 1935), მეორედ იქორწინა (1948) შვეიცარიის ქ. ლოზანში რუსეთის ტახტის მემკვიდრე დიდ მთავარ ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვზე (დ. 1917 — გ. 1992). ჰყავს ქალიშვილი მარია რომანოვა (დ. 1952) და შვილიშვილი გიორგი (დ. 1981).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • შარაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 320, თბ., 1997