ლეკური

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეკური, „უვადო ხმალი“ (საბა), რომელსაც ტარზე „ხრმლის ჯვარედი“ არ ჰქონდა (ამ ჯვარედს არ წარმომავლობით და არც დანიშნულებით ჯვრის გამოსახულებასთან საერთო არა აქვს). ლეკურს ამზადებდნენ უმთავრესად ლეკი მეიარაღე-ხელოსნები, ხმლის სხვა ცნობილ სახეობებთან ერთად ლეკური გავრცელებული იყო მეტწილად ჩრდილოეთ კავკასიაში, ნაწილობრივ საქართველოში (იმერეთი). უვადო ხმალი, როგორც მკვეთლი იარაღი, თავისი საბრძოლო თვისებებით ვადიან ხმალზე ნაკლებად ფასობდა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4 , თბ., 1962
  • ჩოლოყაშვილი კ., ქსე, ტ. 6, გვ. 165, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები