ლეინსტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეინსტერი
Leinster Rugby
Leinster rugby badge.png
დაარსდა 1879
რეგიონი დუბლინი, ირლანდია
მოედანი

RDS Arena (ტევადობა - 18,500 ადამიანი)

Aviva Stadium (ტევადობა: 51,700 ადამიანი)
ხელმძღვანელი მეტ ო'კონორი
კაპიტანი ლეო კალენი
ლიგა Pro 12
საშინაო  ფერები
გასასვლელი  ფერები
სათადარიგო  ფერები
ოფიციალური საიტი
http://www.leinsterrugby.ie

ლეინსტერი — ირლანდიური სარაგბო გუნდი, რომლის საშინაო არენაც არის დუბლინში. ლეინსტერი მოიცავს ირლანდიის რაგბის კავშირის ერთ-ერთ რეგიონს. (ირლანდია სულ 4 სარაგბო რეგიონადაა დაყოფილი) ლეინსტერის ტრადიციული საშინაო არენაა დონიბრუკი, მაგრამ ის მცირე მოცულობისაა(6000) ამიტომ საშინაო თამაშებს გუნდი ერ-დი-ეს არენაზე ატარებს. ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებს, დუბლინ მთავარ სტადიონზე – ავივაზე. ლეინსტერი მეჯნერს ლიგის წევრია, დაარსებიდან, 2001 წლიდან და 2-ჯერ შეძლო ჩემპიონობა. ხოლო 2009წ. მათ პირველად მოიპოვეს ჰეინიკენის თასი. 2011წ. 21 მაისს, ლეინსტერი მეორედ გახდა ჰეინიკენის თასის მფლობელი.

ისტორია[რედაქტირება]

პირველი მატჩები, ლეინსტერმა, როგორც თავისი რეგიონის წარმომადგენელმა 1975 წელს ჩაატარა, მასტერისა და ულსტერის წინააღმდეგ. მაშინ რაგბის 20-20 თამაშობდნენ. 1995 წლიდან, ლეინსტერი გახდა პროფესიონალური რაგბის კლუბი. 1990-იან წლების შუაში, გუნდმა დატოვა პროფესიონალური რაგბი, და დაბრუნა 2000 წელს, როდესაც გუნდს გამოუჩნდა ახალი სპონსორი: Canterbury Clothing Company. ლეინსტერის პირველი სეზონი ახლად შექმნილ კელტთა ლიგაში წარმატებით დამთავრდა – გუნდმა მოიპოვა ჩემპიონის ტიტული დაამარცხა რა მანსტერი 2001/02 წწ სეზონში. 2002-2003 წწ. გუნდი გახდა მესამე გუნდი, რაგბის ისტორიაში, რომელმაც მოიგი ყველა ჯგუფური თამაში ჰეინიკენი თასზე.

სათამაშო არენა[რედაქტირება]

დიდი ხნის განმავლობაში, ლეინსტერი საშინაო მატჩებს დონიბურკის სტადიონზე ატარებდა. თუმცა სტადიონი იმდენად პატარაა(6000 კაცი) რომ 2005 წლიდან გუნდმა საშინაო არენად ერ-დი-ეს არენა გაიხადა, სადაც 18 500 ადამიანი ეტევა. თავდაპირველად აქ მხოლოდ ჰეინიკენის თასის თამაშებს ატარებდნენ, მაგრამ ახლა, ვერც ეს სტადიონე იტევ ლეინსტერის ქომაგებს, ამიტომ მნიშვნელოვან მეტოქეებს ავივაზე უხვდებიან.

ტიტულები[რედაქტირება]

ფინალისტი: 4 (2006, 2010, 2011, 2012)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]