ჰეინიკენის თასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰეინიკენის თასი — რაგბის ერთ-ერთი საერთაშორისო საკლუბო ტურნირი, რომელსაც ატარებს ევროპის რაგბის კავშირი, და მასში მონაწილეობენ გუნდები ექვსი ერის ქვეყნებიდან: ინგლისი, ირლანდია, უელსი,შოტლანდია,იტალია და საფრანგეთი. რუმინეთს მხოლოდ პირველ ჩემპიონატში ჰყავდა წარმომადგენელი. გუნდებს, რომლებიც ვერ მოხვდებიან ჰეინიკენის თასზე, შესაძლებლობა აქვთ ითამაშონ შედარებით დაბალი დონის ჩელენჯის თასზე. ჰეინეკენის თასი არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული ტურნირი, რომელსაც 1995 წლიდან აფინანსებს ჰოლანდიური ლუდსახარში კომპანია ჰეინეკენი.

ჰეინეკენის თასზე მონაწილეობას იღებს 24 გუნდი, რომელიც 6 ჯგუფშია გადანაწილებული. ტურნირი მიმდინარეობს ოქტომბრიდან - მაისამდე.

ყველაზე მეტჯერ, თასის მფლობელი გახდა ფრანგული ტულუზა, რომელმაც ამ პრესტიჟული გათამაშების მოგება 4-ჯერ მოახერხა.

2010-11 წლების სეზონში, ტურნირში გაიმარჯვა ლინსტერმა, რომელმაც ფინალში დაამარცხა ნორთჰემპტონსაინთსი, ანგარიშით 33:22. პირველი ტაიმი დამთავრდა 6-22, ხოლო 27 წუთში ლინსტერმა შეძლო 27 ქულის მოგროვება და თამაშის მოგება. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჯონათან სექსტონი რომელმაც 28 ქულა მოუტანა თავის გუნდს, მათშორის 2 ლელო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • ERC Rugby ჰეინეკენის თასისა და ევროპის ჩელენჯის თასის ოფიციალური საიტი
  • Heineken Cup 2010 ჰეინეკენის თასი 2010-ის საიტი
  • International Rugby Board რაგბის საერთაშორისო საბჭოს ოფიციალური საიტი