ლეილათეფეს კულტურა
ლეილათეფეს კულტურა (აზერ. Leylatəpə mədəniyyəti) — ენეოლითის ხანის არქოლოგიური კულტურა, რომელიც განლაგებული იყო ცენტრალური კავკასიის სამხრეთ ნაწილში (თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია, აღდამის რაიონი) დათარიღებულია ძვ. წ. 4350-4000 წლებით.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლეილათეფეს კულტურის ძეგლები პირველად გამოყო ცნობილმა არქეოლოგმა ი. ნარიმანოვმა XX საუკუნის 80-იან წლებში, რომელიც გათხრებს აწარმოებდა მოცემული კულტურის იმ დროისათვის ერთადერთ ძეგლზე.[1]
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებში ლეილათეფეს კულტურის ძეგლების შესწავლა გააქტიურდა. მოგვიანებით 2010-იანი წლების დასაწყისში აღსთაფის რაიონში არქეოლოგიური გათხრების შედეგად კიდევ რამდენიმე ნასახლარი აღმოაჩინეს, რომლებიც აღნიშნულ კულტურას მიეკუთვნებოდა.[1]
მახასიათებლები და წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღნიშნული კულტურისათვის დამახასიათებელია სამარხებად გამოყენებული კერამიკულ ჭურჭელი. მსაგვსი სამარხი ჭურჭლები სამხრეთ კავკასიაში დასავლეთ საქართველოში გვხვდება.[2]
ლეილათეფეს კულტურა გენეტიკურად უკავშირდება ჩრდილოუბაიდურ გვიანენეოლითურ ძეგლებს, კერძოდ ანატოლიის აღმოსავლეთ რაიონის ნასახლარებს (არსლანთეფე, ქორუჩუ-თეფე, თეფეჩიქი და სხვ.).
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Zərbəliyev C. Leylatəpə mədəniyyəti [интервью с археологом Н. Мусеибли (азерб.)рус.] (азерб.) // Mədəniyyət (азерб.)рус.. — 2013. — 18 oktyabr. — S. 11.
- ↑ Археология Азербайджана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 2022-01-10.