ლეგო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლეგო | |
|---|---|
| ტიპი: | სათამაშო კონსტრუქტორი |
| მდებარეობა: | ბილუნდი, დანია |
| წამყვანი: | ოლე კირკ კრისტიანსენი |
| დარგი: | სათამაშოები |
| ვებ-გვერდი: | http://www.lego.com |
ლეგო, რომლის ოფიციალური სახელი იწერება LEGO, არის კომპანია, რომელიც მდებარეობს ქ. ბილუნდში (დანია). მთავარი პროდუქცია არის ლეგო ჯგუფის მიერ წარმოებული სათამაშო კონსტრუქტორების სერია. ეს არის სპეციფიკური გეომეტრიული და არაგეომეტრიული ფიგურებისგან შესადგენი კონსტრუქტორები, რაშიც შედის როგორც კაცუნები, ასევე სხვადასხვა ნივთი, შენობა, გადაადგილების საშუალება თუ სხვა რამ. აწყობილი ფიგურის დაშლა ადვილია. ამასთან, თავისუფლად არის შესაძლებელი ამა თუ იმ ფიგურის მიღება, ერთი და იგივე დეტალების გამოყენებით. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ლეგოს გიგანტური პარკი, რომელშიც მთელი ქალაქების მინიატურული ვერსიებია წარმოდგენილი.