ლაური ილონენი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაური ილონენი
ლაური ილონენი
ლაური ილონენი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლაური იოჰანს ილონენი
დაიბადა 23 აპრილი, 1979
წარმოშობის ადგილი ჰელსინკი, ფინეთი
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა
საქმიანობა ვოკალისტი, სიმღერის ტექსტების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა,პიანინო
აქტიური 1994 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Playground Music
ასოციაციები რასმუსი
ვებ-გვერდი www.therasmus.com

ლაური ილონენი (დ. 23 აპრილი, 1979), არის ფინელი მომღერალი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ჯგუფში რასმუსი. იგი დაიბადა ჰელსინკიში 1979 წელს.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ლაური ილონენი დაიბადა ფინეთში ქალაქ ჰელსინკიში მას ბავშვობიდანვე ჰქონდა მუსიკალური ნიჭი. 5 წლის ასაკში ის შეიყვანეს პიანინოს სექციაში, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, მას არასოდეს მოსწონდა პიანინოზე დაკვრა, 1993 წელს როდესაც იგი იყო 15 წლის, გაუჩნდა იდეა, თავის თანაკლასელებთან ერთად შეექმნა როკ ჯგუფი, ამ დროისათვის მან უკვე აითვისა პიანინო, იცოდა გიტარაზე და დასარტყამებზე დაკვრა. ლაურიმ მთავარი წვლილი შეიტანა ჯგუფის ჩამოყალიბებაში.

[რედაქტირება] სოლო კარიერა

ლაური ილონენი უმეტეს ნაწილს ჯგუფთან ატარებს, მაგრამ მისი სოლო კარიერაც საკმაოდ წარმატებულია. 2004 მან წელს ვილე ვალოსთან და აპოკალიპტიკასთან შექმნა ჰიტი Bittersweet. 2005 წელს მან კვლავ აპოკალიპტიკასთან ჩაწერა Life Burns, 2009 წელს კი - ჯგუფ Nightwish-ის ამჟამინდელ სოლისტთან ანეტე ოლზონთან October & Aprill.

[რედაქტირება] New World

2011 წლის მარტში ლაურიმ გამოუშვა თავისი პირველი სადებიუტო ალბომი New World. ალბომმა წამყვანი პოზიციები დაიკავა სკანდინავიურ ჩატებში და გალიდერდა ფინეთში. ალბომში შესულია 9 სიმღერა, მათგან კი ყველაზე ცნობილი გახდა Heavy, რომელმაც პოპულარობით ალბომს გადააჭარბა.

[რედაქტირება] პირადი ცხოვრება

ლაური ილონენს ჰყავს დედა ლიზა, მამა მატი, და ჰანა. მას აგრეთვე ჰყავს შვილი ჯგუფ PMMP სოლისტთან პაულა ვასალასთან.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე