ლატვიის მდინარეების სია
ლატვიის მდინარეები — ლატვიის ტერიტორიაზე გამდინარე ყველა მდინარე მიეკუთვნება ბალტიის ზღვის აუზს. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეა დასავლეთის დვინა, რომელსაც ლატვიის ფარგლებში ეწოდება დაუგავა. ყველაზე გრძელი მდინარეა გაუია (452 კმ).
ცხრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცხრილში წარმოდგენილია ლატვიის მდინარეები, რომელთა სიგრძეც აღემატება 100 კმ-ს.
სახელი | სიგრძე ლატვიაში (კმ) |
მთლიანი სიგრძე (კმ) |
აუზის ფართობი (კმ2) |
შესართავი |
---|---|---|---|---|
გაუია | 452 | 452 | 8,900 | რიგის ყურე |
დაუგავა | 357 | 1,020 | 87,900 | რიგის ყურე |
ოგრე | 188 | 188 | 1,730 | დაუგავა |
ვენტა | 176 | 346 | 11,800 | ბალტიის ზღვა |
იეცავა | 136 | 136 | 1,166 | ლიელუპე |
პედეძე | 131 | 159 | 1,690 | აივიექსტე |
აბავა | 129 | 129 | 2,042 | ვენტა |
ლიელუპე | 119 | 119 | 17,600 | რიგის ყურე |
რეზეკნე | 116 | 116 | 2,066 | აივიექსტე |
მემელე | 115 | 191 | 4,050 | ლიელუპე |
აივიექსტე | 114 | 114 | 9,300 | დაუგავა |
ბერზე | 109 | 109 | 915 | სვეტე |
დუბნა | 105 | 105 | 2,780 | დაუგავა |