ვენტა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
მდინარე ვენტა ლიტვაში |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 346 კმ |
| აუზის ფართობი | 11 800 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ჟემაიტის მაღლობი |
| ჩაედინება | ბალტიის ზღვა |
| ქალაქები | მაჟეიკიაი |
ვენტა (ლატვ. Venta, ლიტვ. Venta, გერმ. Windau, პოლ. Windawa) - მდინარე ლიტვაში (სადაც მას ეწოდება ვიანტა) და ლატვიაში, ერთვის ბალტიის ზღვას. სიგრძე 346 კმ (ამისგან 33 % ლიტვაშია). სათავეს იღებს ჟემაიტის მაღლობზე. წყლის საშუალო ხარჯია 95,5 მ3/წმ. მდინარის კალაპოტის სიგანე ლიტვა-ლატვიის საზღვარზე 40-50 მეტრია, ხოლო შესართავთან 150-200 მეტრი.
მნიშვნელოვანი შენაკადებია:აბავა, ვირვიჩა, ვარდუვა.
მდინარეზე მდებარეობს ქალაქები:მაჟეიკიაი (ლიტვა), კულდიგა (ლატვია).