ლარსა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლარსის მეფეთა სია. ლუვრი.

ლარსა — ძველი ქალაქ-სახელმწიფო სამხრეთ შუამდინარეთში. დააარსა ამორეველების ერთ-ერთმა ბელადმა ნაპლანუმმა (დაახლ. ძვ. წ. XXI საუკუნე). ლარსის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები მეფე გუნგუნუმის დროს განეკუთვნება (ძვ. წ. XX საუკუნე). ლარსა პოლიტიკურად გაძლიერდა ძვ. წ. XX საუკუნის მიწურულს. მან დაიპყრო ური და ლაგაში, ხოლო ჩრდილოეთ შუამდინარეთში - ქალაქი ქაზალუ. ძვ. წ. 1833 წელს ელამის მმართველმა ქუდურმაბუქმა ჩამოაგდო ლარსის ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელი და თავისი ძე ვარადსუენი გაამეფა (ძვ. წ. 1832-1821 წწ.). ძვ. წ. 1739 წელს ლარსა ბაბილონელებმა დაანგრიეს, მოგვიანებით აღადგინეს, მაგრამ უკვე დაკარგა მნიშვნელობა. ჩვენამდე მოაღწია ლარსის სამეფოს კანონების ერთმა ნაწილმა შუმერულ ენაზე.

ლარსის არქეოლოგიური შესწავლა 1854 წლიდან დაიწყო ინგლისელმა დიპლომატმა უ. ლოფტუსმა, ხოლო XX საუკუნის 80-იან წლებში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა საფრანგეთის ექსპედიცია ანდრე პაროს ხელმძღვანელობით;

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლარსა&oldid=2540851“-დან