ლაიოსი
| ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის? ხარისხის სტანდარტების? დასაკმაყოფილებლად. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში შესაბამისი შიდა ბმულების მითითებით. ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ. |
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ლაიოსი}} |
ლაიოსი — თებეს მეფე, კადმოსის შთამომავალი, ლაბდაკეს ძე (კადმოსი-პოლიდორე-ლაბდაკე-ლაიოსი-ოიდიპოსი-ეტეოკლე და პოლინიკე. როცა თებეში ძალაუფლება ხელთ აიღეს ძეთოსმა და ამფიონემ, იქიდან განდევნილი ლაიოსი პელოპონესში ჩავიდა, იქ ერთი მითის მიხედვით პელოპის ლამაზი ვაჟი ქრიზიპე (ქრისიპე)მოეწონა, ეტლით რბოლას რომ ასწავლიდა, მოიტაცა, ძალა იხმარა. ყმაწვილმა კაცმა დამცირება ვერ აიტანა და თავი მოიკლა. ამ დანაშაულისათვის ლაიოსი ღმერთებმა დასწყევლეს, საკუთარი შვილის ხელით მოკვლა უწინსაწარმეტყველეს და საერთოდ ლაბდაკიდების, ატრიდების, პელოპიდების სახლზე დატეხილი უბედურებათა მთელს ჯაჭვში მისი ბედი ერთ-ერთი უსაზარლესია. ყველაზე მეტად ჰერა ჯავრობდა და ალბათ მანვე მიუგზავნა თებეს სფინქსი. ლაიოსმა შეირთო მენეკევსის ასული იოკასტე ანუ ეპიკასტე, ეყოლათ ოიდიპოსი. მისანმა იგივე უწინასწარმეტყველა, რაც პერსევსის პაპას აკრისხოსს უხრეს უთხრეს. იმის შიშით, რომ შვილი მოკლავდა და ტახტს წაართმევდა, ლაიოსმა ბრძანა ყრმისავის ფეხები გაეხვრიტათ და კითერონის მთებში გადაეგდოთ. ოიდიპოსი მწყემსებმა ნახეს, კორინთოს მეფეს პოლიბოსს მიჰგვარეს. უშვილო პოლიბოსმა იშვილა და გაზარდა. ერთხელ ორაკულმა ურჩია: „გაიქეცი მამის სახლიდან! ბედის წიგნში გიწერია მამის მოკვლა და დედის ცოლად შერთვა!“ ოიდიპოსს დედ-მამის სახლში ეგონა თავი და საშინელი წინასწარმეტყველების შიშით გაიქცა, უნებურად თებეს გზას დაადგა, ამ გზაზე შეხვდა ლაიოსი. გზა არ დაუთმეს ერთმანეთს და ატყდა ჩხუბი, რომელშიაც ოიდიპოსმა მოკლა უცნობი მოხუცი მამა და დაუხოცა მხლებელნი. შემდეგ ოიდიპოსმა გზა განაგრძო, ჩვიდა თებეში და შეირთო იოკასტე, ქვრივი დედოფალი, ღვიძლი დედა.