ლაგოდეხის სახალხო თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაგოდეხის სახალხო თეატრი1939 წელს ლაგოდეხში დაარსდა მოყვარულთა თეატრი (ხელმძღვ. რ. ქართველიშვილი), რომელსაც 1940-1947 წლებში ეწოდებოდა საკოლმეურნეო თეატრი. 1947 წელს თეატრმა მცირე ხნით სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიიღო. 1951 წელს შეიქმნა დრამატული წრე, რომელმაც 1957 წელს თბილისში საკავშირო ფესტივალზე წარადგინა სპექტაკლი „ჩემი შვილი სიმონი“, რის შემდეგაც მიენიჭა სახალხო თეატრის წოდება.

1939-1984 წლებში დაიდგა ლ. სუმბათაშვილის „ტირიფების ქვეშ“, გ. ბეგაშვილის „სადგურის უფროსი“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, ა. ყაზბეგის „ციცია“ (რეჟ. რ. ქართველიშვილი); ე. გივიშვილის „კარგი ამხანაგები“, ე. ვარსკის „გზააბნეული შვილი“ (რეჟ. ა. ალაზნისპირელი); მ. მრევლიშვილის „შავი წიგნი“ (რეჟ. ნ. დეისაძე); ა. ყაზბეგის „ელეონორა“, ა. სამსონიანის „ჩემი შვილი სიმონი“, ი. ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“ (რეჟ. ვ. თანდაშვილი); ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“ (რეჟ. ვ. კაბლელი) და სხვ.

1985-2022 წლებში ლაგოდეხის სახალხო თეატრის რეჟისორი იყო გ. ჯიბლაძე. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია: გ. გორხელაშვილის „ალხანა და ჩალხანა“, ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“, გ. გოდერძიშვილის „რკინის კარს უკან“, დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“, ლ. თაბუკაშვილის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, ნ. დუმბაძის „კუკარაჩა“, ა. ცაგარლისა და ქ. ბახუტაშვილის „ძველი ვოდევილები“, გ. ვერულეიშვილის „ბაჩუნე“ და სხვ.

2022 წლიდან თეატრის რეჟისორია რ. კერვალიშვილი.

1981 წელს დრამატული თეატრის შენობა დაიწვა. ამჟამად იგი ფუნქციონირებს კინოთეატრ „სინემას“ შენობაში.

ლაგოდეხის სახალხო თეატრის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „მტვერით მოწამლულები“ (რეჟ. თ. ბართაია, 2018).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]