ლაბსყალდის ოთხთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაბსყალდის ოთხთავი — ეტრატზე ნუსხურით შესრულებული სახარების ხელნაწერი (XII–XIII სს.). ყდა შემკულია მოოქრული ვერცხლის ჭედურობით, ტექსტი – მახარებელთა მინიატიურებით. ტექსტის რედაქცია ეკუთვნის გიორგი მთაწმიდელს. ხელნაწერს დართული აქვს სხვადასხვა დროის ანდერძ-მინაწერები. დაცულია სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში (სიემ, მესტია 71; H-2075, XII ს.).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]